ამერიკელი ეპიდემიოლოგი მაიკლ ოსტერჰოლმი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს, – იუწყება DailyMail-ი.
აშშ-ში ქრონიკული დაავადება CWD, რომელსაც ასევე „ზომბის ვირუსს“ უწოდებენ ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ იკურნება და ცხოველებში სიკვდილს იწვევს.
ამერიკელი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ირმის დაავადება, შესაძლოა, გარეულ ღორებზე გავრცელდა. მათგან კი დაავადება შეიძლება შინაურ ღორებზეც გავრცელდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
ბოლო მონაცემებით, ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აშშ-ს 33 შტატშია გავრცელებული, თუმცა დაავადების ადამიანზე გავრცელების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
Sheni Network
ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აზიანებს ირმების ტვინს, ცხოველები მკვეთრად კარგავენ წონას, ეკარგებათ კოორდინაცია და ა.შ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/01/15/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90/
sheniekimi.ge
