ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
მთავარიშენი ფიტნესისამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა...

სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც

შესავალი:

აშშ-ის არმია ყოველთვის დაინტერესებულია ჯარისკაცების ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესებით, იმ პირობით, რომ ამისათვის გამოყენებული მეთოდები ეთიკურია.

ამ მიზნის მისაღწევად მრავალი არსებული გზიდან, მხოლოდ რამდენიმე აუმჯობესებს მნიშვნელოვნად ფიზიკურ მაჩვენებლებს ისე, როგორც კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები.

სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც. კერძოდ, ისინი აუმჯობესებენ სხვადასხვა,პროფესიულ და სპორტულ შესაძლებლობებს.

ამიტომ ძალის მაჩვენებლის  მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ჯარისკაცების, ისე სამოქალაქო პირებისთვის.

ამ მიმოხილვის კონტექსტში, „კლასიკური“ მძიმე ძალისმიერი ვარჯიშები გულისხმობს ვარჯიშებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ასრულებენ ფიტნეს დარბაზებსა და სარეაბილიტაციო კლინიკებში; ანუ ეს არის გარე დატვირთვის დაძლევა (თავისუფალი წონის ან ტრენაჟორების გამოყენებით) . “მძიმე“ ძალისმიერ ვარჯიშებში ვგულისხმობთ ვარჯიშებს დამატებითი წონის გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ 1-5 გამეორება თითო მისვლაზე, ძალისხმევის მაქსიმალური დონის პირობებში, რადგან წინა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ასეთი დატვირთვები უზრუნველყოფს ძალის მაქსიმალურ ზრდას.

“ძალაში“ ვგულისხმობთ თავისუფალი ძალის ან მგრეხი მომენტის მაქსიმალურ დონეს, რომელიც წარმოიქმნება როგორც მარტივი (მაგალითად, მუხლის გაშლისას), ისე რთული მოძრაობების შესრულების ერთი მცდელობის დროს, რომლებიც საჭიროებენ კუნთების შერჩევით ჩართულობას და ზუსტ კოორდინაციას (მაგალითად, ჩაჯდომები და ა.შ.).

ამ მიმოხილვაში ნახსენები კვლევების უმეტესობაში, ძალის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის გამოყენებულია 1 ზღვრული  მაქსიმუმი  (ანუ მაქსიმალური წონა, რომლის უსაფრთხოდ აწევა შესაძლებელია მოძრაობის სრული სპექტრითა და სათანადო ტექნიკით), რადგან ეს მაჩვენებელი ყველაზე ზუსტად ასახავს კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების შედეგს.

ამასთან, ზოგ ციტირებულ კვლევაში გამოყენებული იყო ძალის შეფასების სხვა მეთოდები, როგორიცაა იზომეტრიული ძალის შეფასება (სხეულის ფიქსირებულ პოზიციაზე განვითარებული მაქსიმალური ძალა უძრავი წონის მიმართ) ან იზოკინეტიკური ძალა (მაქსიმალური ძალა, რომელიც ვითარდება სპეციალური სპორტული იზოლირებული აღჭურვილობის გამოყენებით).

გამოყენების სფერო და შეზღუდვები:

ძალის გაზრდის მაქსიმიზაციის შესაძლებლობების განხილვისათვის, პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ მის გამომწვევ სტიმულებს. არსებული სამეცნიერო მიმოხილვები უზრუნველყოფს ძალის გაზრდის გარე სტიმულების დეტალურ გაგებას, როგორიცაა სამუშაო წონა, მისვლების რაოდენობა და ა.შ. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკოსს აწვდის ძალის გაზრდის მეცნიერულად დასაბუთებულ შესაძლებლობას.

თუმცა, ჩვენს სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია შიდა სტიმულებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომლებიც გარე გავლენას (წონებით ვარჯიში) უკავშირებენ სასურველ საბოლოო შედეგს (ძალის მომატება). პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ შიდა სტიმულებს, რომელიც იწვევს ძალის მატებას.

ძალის გაზრდის სტიმულები:

ჩვენ მიერ შემოთავაზებული პარადიგმის მიხედვით, რომელიც შექმნილია კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების კონცეპტუალური ანალიზის გზით, ძალის მატება სტიმულირდება მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობით, კერძოდ:

  • მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევით, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მხრიდან კუნთების მაქსიმალურ გააქტიურებას, რათა ისინი ინტენსიურად შეკუმშოს წონის აწევისა და დაწევის ფაზაში (კონცენტრული და ექსცენტრული ფაზები);
  • მოძრაობების სრული სპექტრით მუშაობა;
  • და (პოტენციურად) კუნთების მუშაობით გამოწვეული მეტაბოლური სტრესით.

 მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევა :

ვარჯიშისა და ზოგადად ნებისმიერი თავისუფალი მოძრაობის შესრულების სიგნალი მოდის ტვინიდან, კერძოდ, დიდი ნახევარსფეროების მოტორული ქერქიდან.

გრძელვადიან პერსპექტივაში ძალისმიერი ვარჯიშები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გაზომვად ადაპტაციას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ძალის მატებაში: ეს არის ნეირონების აქტივობის ზრდა, ანტაგონისტური კუნთების კოაქტივაციის (ერთდროული გააქტიურების) შესუსტება აგონისტი კუნთების გააქტიურების დროს და ა.შ.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებასთან დაკავშირებული გონებრივი ძალისხმევა, როგორც ჩანს, თავისთავად ძალის მატების სტიმულია.

დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ იდეომოტორული ვარჯიში — წარმოსახვითი კუნთოვანი შეკუმშვა რეალური შეკუმშვის გარეშე — ეფექტურად ზრდის ძალას დროთა განმავლობაში.

უფრო მეტიც, ასეთ ზრდას თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური ცვლილებები (ადაპტაცია), რაც საბოლოოდ იწვევს ტვინიდან კუნთებამდე დაღმავალი იმპულსის ზრდას.

და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ძალის მატება აიხსნება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ან სამოტივაციო ფაქტორებით და იგივე მეტაანალიზი აჩვენებს, რომ იდეომოტორული ვარჯიშის დროს გონებრივი ძალისხმევის უფრო მაღალი ინტენსივობა იწვევს ძალის შემდგომ ზრდას.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი გონებრივი ძალისხმევით შესრულებული დაბალი დატვირთვით ვარჯიში დროთა განმავლობაში იწვევს ძალის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ვარჯიში ნაკლები გონებრივი ძალისხმევით, მიუხედავად იგივე სამუშაო წონისა და კუნთების შეკუმშვის ხანგრძლივობისა.

ეს დასკვნები ცხადყოფს, რომ გონებრივი ძალისხმევა თავისთავად თანდათან ახდენს ძალის მატების სტიმულირებას.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights
LIVE