ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა. ევროპაში ყოველ საათში 69 ქალს უდგენენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, 18 ქალი კი მისგან იღუპება.
რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა შევამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი?
– ალკოჰოლი
– თამბაქო
– ჭარბწონიანობა და სიმსუქნე
– არაჯანსაღი კვება
– ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ძუძუს კიბოს სიმპტომებია:
– კვანძი ძუძუში ან იღლიაში
– ქსოვილის გასქელება, შეშუპება ან ჩაღრმავება
– გაღიზიანებული მკერდი
– კანის სიწითლე ან აქერცვლა
– გამონადენი ან ძუძუს თავის ჩაბრუნება
– ტკივილი ძუძუს არეში ან ფორმის და ზომის ცვლილება

Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ევროპაში ყოველ საათში 69 ქალს უდგენენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, 18 ქალი კი მისგან იღუპება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/10/15/%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-69-%e1%83%a5%e1%83%90/
sheniekimi.ge
