ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარიშენი ექიმიასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები - საუბრობს...

ასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები – საუბრობს კახა ნადარაია

ასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას, რომელთა დროსაც  ადამიანი  შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე – ასიმპტომური.

საუბრობს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში „იმუნიტეტი“:

 „საერთოდ ითვლება, რომ 40 წლიდან იწყება გულ-სისხლძარღვთადაავადებების სიმპტომები. ამ ასაკში უკვე საჭიროა სკრინინგი ყოველწლიურად, რათა არ გამოგვრჩეს კარდიოვასკულური დაავადებების დაწყება, რათა მოვახდინოთ დროული დიაგნოსტირება.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში გახშირდა და გაახალგაზრდავდა, გვქონია შემთხვევა, ახალგაზრდა ასაკში, – 25-30-35 წლის ასაკშიც გახშირდა მწვავე  ინფარქტი, ინსულტი და ამ დაავადების სხვა გამოვლინება.
რაც შეეხება გენდერულ სხვაობას, მამაკაცების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალების, მაგრამ  ქალებში ეს სხვაობა, დაახლოებით ვლინდება მენოპაუზის შემდეგ. ამ დროს თანაბარია რისკები და ზოგჯერ ქალების რისკი უფრო მაღალია…“

იგი შედგება გულის, არტერიების, ვენების და კაპილარებისგან.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების გართულებები სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. თუმცა მისი განკურნება შესაძლებელია, აგრეთვე შესაძლებელია რისკ ფაქტორების შემცირება.

#drpkhakadze

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  საშვილოსნოს კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights