ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმივეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 168-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  პირველად მსოფლიოში - მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights