მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 168-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/09/18/%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94/
sheniekimi.ge
