ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიCOVID-19: რა უნდა იცოდეთ სხვადასხვა შტამების შესახებ -  გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

COVID-19: რა უნდა იცოდეთ სხვადასხვა შტამების შესახებ –  გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

COVID-19: რა უნდა იცოდეთ სხვადასხვა შტამების შესახებ

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ხანგრძლივი COVID-19-ის შტამების შესახებ საუბრობს: 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა, ჰანს კლიუგემ აღნიშნა, რომ მპოქსი (მაიმუნის ყვავილი), მიუხედავად შტამისა, არ არის ახალი COVID-19 და მისი გავრცელება შესაძლებელია მართვა. კლიუგე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალი კლადი 1ბ შტამის გავრცელების რისკებზე, რომელიც უფრო მარტივად ვრცელდება, მაგრამ ასევე დასძენს, რომ აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევა მისი გაკონტროლებისთვის და აღმოფხვრისთვის.
მპოქსი (მაიმუნის ყვავილი) და მისი შტამები
მპოქსი (მაიმუნის ყვავილი) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ჩირქოვან გამონაყარს და გრიპის მსგავს სიმპტომებს. კლადი 1ბ შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა ევროპაში ამჟამად 100-მდე ახალი შემთხვევა კლადი 2-ის შტამის ფიქსირდება ყოველთვიურად, რომელიც შედარებით მსუბუქია.
WHO-მ მპოქსი (მაიმუნის ყვავილი) გამოაცხადა „საერთაშორისო შეშფოთების საგნად“, მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენიბა გაიზარდა აფრუკაში და აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (Africa CDC) უკვე გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა.
გავრცელების ძირითადი რეგიონები
ახალი კლადი 1ბ შტამი განსაკუთრებით აქტიურია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მაგრამ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება შემთხვევების ზრდა. მაგალითად, ბურუნდში დაფიქსირდა დაახლოებით 100 შემთხვევა, რომელთა 28% ბავშვებში, 5 წლამდე ასაკშია. კენიამ და რანდვამაც ახლახანს ახალი შემთხვევები დაადასტურეს.
ახალი შტამი სხვა ქვეყნებშიც აღწევს. შვედეთმა დაადასტურა ახალი კლადი 1ბ შტამი, რომელმაც ინფიცირება გამოიწვია აფრიკაში ყოფნის დროს. იგივე ტიპის შემთხვევა დაფიქსირდა პაკისტანში და ფილიპინებში.
სიმპტომები და შედეგები
მპოქსის (მაიმუნის ყვავილი) სიმპტომები განსხვავდება შტამების მიხედვით. კლადი 1 ხშირად იწვევს მძიმე სიმპტომებს, როგორიცაა მაღალი სიცხე, მძიმე თავის ტკივილი, მიოზიტი და გაღიზიანებული ლიმფური კვანძები. კლადი 2 გამოირჩევა შედარებით მსუბუქი სიმპტომებით.
მიმდინარე მპოქსის (მაიმუნის ყვავილი) გავრცელება კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო სიფხიზლის და სწრაფი ჯანმრთელობის ინტერვენციების აუცილებლობას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
მსოფლიოს სჭირდება გაერთიანება, რათა ეს დაავადება საბოლოოდ აღმოიფხვრას, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი გლობალური პანდემია.

#drpkhakadze

  პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights