კლიმატის ცვლილების გამო კოღოებით გადამდები დაავადებები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ვრცელდება. სწრაფად ვრცელდება ისეთი დაავადებები, რაც კოღოებს და ასევე სხვა მწერებს გადააქვთ.
მწერები ავრცელებენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მალარია და დენგეს ცხელება. მათი პრევალენტობა ბოლო 80 წლის განმავლობაში საგრძნობად გაიზარდა, რადგან გლობალურმა დათბობამ მათ გავრცელებას უფრო თბილი და ნოტიო პირობები შეუქმნა.
“გლობალურ დათბობა ნიშნავს, რომ მალარიისა და დენგეს გავრცელების რისკი იზრდება. მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს. რეალობა ის არის, რომ ცხელი სეზონები კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელებას ხელს შეუწყობს. დენგე ძირითადად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, იგი აზიურ ვეფხვის კოღოს გადააქვს ( Aedes albopictus), ეს მწერი უკვე ევროპის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, მალტა, მონაკო, სან მარინო, გიბრალტარი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი და პორტუგალია”, – ამბობს ლოუ.
2000 წელს მსოფლიოში დენგეს ცხელების 500 000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წლის მონაცემებით კი – რაოდენობა 5 მილიონს აღემატებოდა.
Dr. Giorgi Pkhakadze. კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომელიც კოღოებს გადააქვთ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/05/30/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515