სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისასარგებლო ინფორმაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

სასარგებლო ინფორმაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, დღეს გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ადამიანის პაპილომავირუსებს კიბოს გამოწვევა შეუძლიათ როგორც ქალებში, ისე კაცებში. მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი სწორედ ადამიანის პაპილომავირუსია, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ.
პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ადამიანის პაპილომავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს პაპილომავირუსის რამდენიმე შტამისგან იცავს, მათ შორისაა მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS) რეგულარულად განიხილავს ფაქტობრივ მონაცემებს აპვ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა შეისწავლა ამერიკაში, ავსტრალიისა და იაპონიაში ჩატარებული ვაქცინაციის ეპიდზედამხედველობის მონაცემები. ზემოაღნიშნული ყველა წყარო ადასტურებს ვაქცინაციის დადებით შედეგს და უსაფრთხოებას. 2014 წლის მარტში GACVS-მა დაასკვნა, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხოა.
საქართველოში, აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 10-11-12 წლის ბავშვები იცრებიან. დამატებითი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი ვაქცინაცია დაფინანსებადია 13-26 წლის ვაჟებისთვის და 13-45 წლის გოგონებისთვის და ქალებისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის ვირუსი და რომელი ვირუსები გვხვდება ყველაზე ხშირად? - ყველაზე გავრცელებული ვირუსები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights