სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობარ გიორგი ფხაკაძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის...

„ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობარ გიორგი ფხაკაძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კლინიკების ხარისხის გაუმჯობესებაში“ – ნინო ნადირაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გადაცემაში “იმუნიტეტი” ბარიატრიულ ქირურგიაზე საუბრობს:

„სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო ჩვენი მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გაიკეთონ ოპერაცია იქ, სადაც არის უფრო იაფი. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ არის იმ ქვეყანაში იაფი?!

ვამბობ საჯაროდ, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ. ეს არის ოფიციალური საჯარო ინფორმაცია.

სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა რამდენიმე ბრიტანელი პაციენტი, ბარიატრიული ქირურგიის [თურქეთის კლინიკაში] ჩატარების შედეგად.

ბარიატრიულ ოპერაციას ჭირდება მომზადება. რეკომენდაცია არის, რომ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთოთ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ.

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მედიცინას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს!“

გადაცემის წამყვანმა, „ვივამედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ დიდი მადლობა გადაუხადა გიორგი ფხაკაძეს.

„ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩემს მეგობარ გიორგი ფხაკაძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კლინიკების ხარისხის გაუმჯობესებაში…“ – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  WHO-ს მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სენეგალში მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხების დასანერგად ოფიციალურ ვიზიტს მართავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights