უნდა გაუკეთდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარეს გაუტკივარება?
მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, უნდა უკეთდებოდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარე პაციენტს გაუტკივარება:
„თუ მკითხავთ, უნდა ტარდებოდეს თუ არა ეპიდურული ანესთეზია სურვილისამებრ, პასუხი ორ ნაწილად შეიძლება გაიცეს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ქალს აქვს უფლება თავად განსაზღვროს მასზე გამოყენებული სამედიცინო ჩარევის ტიპი, მათ შორის – ანესთეზიის ფორმა.
თუმცა, როგორც ექიმი, პროფესიული პოზიციიდან გეტყვით, რომ ეპიდურული გაუტკივარება უბრალო პროცედურა არ არის. ეს წარმოადგენს ინვაზიურ ჩარევას, რომელიც ხორციელდება ზურგის ტვინის მახლობლად მდებარე სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ იქ თავად ტვინი აღარ მდებარეობს, მანიპულაცია მაინც საკმაოდ ფრთხილ წესებს მოითხოვს. ამიტომ ეპიდურალურ ანესთეზიასაც, როგორც ნებისმიერ ინვაზიურ მეთოდს, აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები.
Sheni Network
ამიტომ “უბრალოდ გავაკეთოთ, ასე სჯობს” — სწორი მიდგომა არაა. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო საჭიროებას და ინდივიდუალურ შეფასებას, არა მხოლოდ სურვილს.
ყველაზე მარტივი უკუჩვენებაა გამონაყარი იმ მიდამოში, სადაც უნდა გაკეთდეს, რომ ინფექცია შიგნით არ შევიტანოთ.
მეორე მომენტიატექნიკური გართულება. როდესაც დიდი წონაა, ის სივრცე, სადაც ანესთეზიოლოგი უნდა შევიდეს, 2-3 სმ-დან 15 სმ-მდე იზრდება. შეიძლება, უბრალოდ ნემსის სიგრძე არ ეყოს.
ინვაზიურ მეთოდებს ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები, და ეპიდურული ანალგეზიაც ამის გამონაკლისი არ არის. გართულებების ერთ–ერთი ფორმა შეიძლება იყოს პროცედურის შემდეგ დარჩენილი უსიამოვნო შეგრძნებები ან ტკივილები. ეს არაა ზურგის ტვინის დაზიანება — თავად ჩაწვეთის ადგილზე ზურგის ტვინი საერთოდ აღარ მდებარეობს — მაგრამ ნებისმიერი ჩარევისას მცირე პროცენტით მაინც არსებობს გართულების ალბათობა.
როგორც ექიმი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს ბუნებრივ მშობიარობებში, შემიძლია გითხრათ, რომ ტკივილის გასამკლავებლად უამრავი სხვა გზა არსებობს, ვიდრე პირდაპირ ეპიდურალზე გადასვლა. ამიტომ მომავალ მშობიარობებზე, სანამ გადაწყვეტთ გაუტკივარების ჩატარებას, ღირს საფუძვლიანად დაფიქრება. შესაძლოა მცირე მოთმინებაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ მშობიარობა ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე დასრულდეს. ნებისმიერ ინვაზიურ პროცედურას, გართულების რაღაც პროცენტი აქვს. შესაბამისად, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა გვაქვს, ჩემი პრაქტიკის მქონე ექიმმა შემიძლია, გითხრათ, რომ მილიონი საშუალება არსებობს, სანამ ეპიდურულ გაუტკივარებამდე მიხვალთ. ამიტომ, შემდეგ მშობიარობებზე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გაკეთდეს თუ არა გაუტკივარება, ბევრჯერ დაფიქრდით. შეიძლება, ცოტაც მოითმინოთ და ამ პროცესმა ყველანაირი ჩარევის გარეშე გადაიაროს.“
Dr. Giorgi Pkhakadze. „სანამ გადაწყვეტთ, მშობიარობისას გაკეთდეს თუ არა გაუტკივარება, ბევრჯერ დაფიქრდით… “ – უნდა გაუკეთდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარეს გაუტკივარება? [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/12/04/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98/
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515