მალების წანაცვლება წარმოადგენს ჭარბ მოძრაობას, რომელიც აღინიშნება ხერხემლის ერთ-ერთ ნაწილში

0
268
#image_title

მალების წანაცვლება – წარმოადგენს ჭარბ მოძრაობას, რომელიც აღინიშნება ხერხემლის ერთ-ერთ ნაწილში. რიგ შემთხვევებში დაავადება უმტკივნეულოდ, ხოლო ზოგჯერ ძლიერი ტკივილის თანხლებით მიმდინარეობს.

მიზეზები
·         სტრუქტურების თანდაყოლილი სისუსტე;
·         ხერხემლის გამრუდება;
·         ხერხემლის მექანიკური დაზიანებები;
·         მალთაშორის სახსრებში ასაკობრივი ცვლილებები.

სიმპტომები
·         გულმკერდისა და წელის არეში უსიამოვნო შეგრძნებები;
·         ტკივილი;
·         დაღლილობა;
·         ძილიანობა;
·         ქრონიკული ან პერიოდული ტკივილი;
·         უმიზეზო თავის ტკივილი;
·         მოთენთილობა;
·         ქვედა კიდურებში ტკივილი;
·         ხელის გულებში შეგრძნების დაკარგვა;
·         თვალების დაბნელება;
·         პულსირებადი ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ნევროლოგის კონსულტაცია;
·         რენტგენი ფუნქციონალური სინჯებით;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ფუნქციონალური სინჯებით;
·         რეკომენდირებულია კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკრუნალობა
·         მანუალური თერაპია;
·         ხერხემლის სამკურნალო მეთოდებით გაჭიმვა;
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         სპეციალური მაკორექტირებელი კორსეტის ტარება;
·         ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება;
·         ზედმეტი აქტივობისგან თავის შეკავება;
·         კანქვეშა ნუკლეოტომია ლაზერული ვაპორიზაციით;
·         ენდოსკოპიური მიკროდისკექტომია;
·         ლაზერული რეკონსტრუქცია;
·         კიფოპლასტიკა;
·         ვერტებროპლასტიკა;
·         ფიქსაციური ოპერაციები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         სხვადასხვა ორგანოების სერიოზული დაავადებები;
·         მოძრაობის პრობლემა;
·         არასრულფასოვანი ცხოვრება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პაციენტის ჯანსაღი აქტივობა;
·         ხერხემლის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         აღნიშნული პრობლემის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         მასაჟის რეგულარული კურსები;
·         სამკურნალო ვარჯიში, ცურვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ