ოსტეომიელიტი – დაავდება, რომელსაც ახასიათებს ჩირქოვან-ნეკროტული პროცესის განვითარება, რაც აზიანებს ძვლებს, ძვლის ტვინს და გარშემო რბილ ქსოვილებს.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· რბილი ქსოვილის აბსცესი;
· ღია ჭრილობები;
· რიგი დაავადებების გართულებები;
· ჭრილობის დაბინძურება;
· ოპერაციის დროს არასტერილური იარაღების გამოყენება.
სიმპტომები
· სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევა;
· ციება;
· გულის რევა;
· თავის ძლიერი ტკივილი;
· დაზიანებული ადგილის ძლიერი ტკივილი, რომელიც უმნიშვნელო მოძრაობის დროსაც კი მწვავდება;
· დაზიანებულ ადგილას კანის დაწითლება, შეშუპება, ჰიპერემია;
· დიდი რაოდენობით ჩირქის გამოყოფა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· დაზიანებული ნაწილის რენტგენოგრაფია;
· დაზიანებული ნაწილის რადიოიზოტოპური სკანირება;
· ძვლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ძვლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· პლაზმის გადასხმას;
· ჰემოსორბციას;
· ჩირქოვანი კერების დრენირებას;
· სახსრის პუნქციას;
· სახსარში ანტიბიოტიკების შეყვანას;
· ძვლის დზიანებული ნაწილის მოცილებას შემდგომი პლასტიკის ჩატარებით.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ძვლების დეფორმაცია;
· ჩირქოვანი ართრიტი;
· ძვლების კონტრაქტურა;
· თირკმელების ამილოიდოზი;
· შინაგანი ორგანოების დაზიანება;
· სეფსისი.
პროფილაქტიკა
კანის მცირედი დაზიანების დროსაც კი საჭიროა დეზინფექციის ჩატარება და ჭრილობის დამუშავება, რომ არ მოხდეს მისი შემდგომი დაბინძურება და ინფექციური დაავადებების განვითარება.
ოსტეომიელიტი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
