სამწვერა ნერვის ანთება – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახის არეში ნერვის ანთბითი პროცესი. ბავშვებში და ახალგაზრდებში ის იშვიათად გვხვდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ვირუსული დაავადებები;
· კბილების ანთებითი პროცესები;
· ცხვირის ანთბითი პროცესები;
· ათეროსკლეროზი;
· სახის ტრავმები;
· წარუმატებელი სტომატოლოგიური მკურნალობის შემდგომი გართულებები.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· საკვების მიღების, საუბრისა და სიცივისას ძლიერი ტკივილი სახის არეში;
· ცრემლდენა;
· ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;
· სახის ჰიპერემია;
· ტუჩების, ლოყების, ცხვირის არეში გრძნობის დაკარგვა;
· საღეჭი და მიმიკური კუნთების შევიწროვება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის საერთ ანალიზი;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ანგიოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ელექტრომიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას.
ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ აქვს და ტარდება:
· სამწვერა ნერვის ქერქის მიკროვასკულარული დეკომპრესია;
· ნერვის ნაწილის მოცილება;
· თავის ქალის მეხუთე წყვილი ნერვების პერიფერიული ბლოკადა;
· კრიოქირურგიული ოპერაცია;
· დიათერმოკოაგულაცია.
საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· სახის კუნთების პარეზი;
· ნათხემის ჰემატომა;
· სმენის დაქვეითება;
· ნერვული სისტემის დაზიანება.
რისკის ჯგუფი
· მოხუცები;
· გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული დიეტის დაცვა;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· პირის ღრუს და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.
სამწვერა ნერვის ანთება
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. სამწვერა ნერვის ანთება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
