ღვიძლის ციროზი — ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რომლის დროს ორგანიზმი ვერ უმკლავდება ტოქსიკურ ნივთიერებებს, ირღვევა საჭმლის მონელების ფუნქცია, ქვეითდება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყოფა და დაგროვება.
დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
· ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი;
· ღვიძლის ვირუსული ციროზი;
· ღვიძლის მედიკამენტოზური ციროზი;
· ღვიძლის ტოქსიკური ციროზი.
მიზეზები
· ვირუსული ჰეპატიტების გართულება (В, С,);
· აუტოიმუნური ჰეპატიტის გართულება;
· ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება;
· ღვიძლისთვის ტოქსიკური პრეპარატების მიღება;
· ნაღველსადინარების დაავადებები;
· ღვიძლის ვენოზური გაჭედვა.
სიმპტომები
· მარჯვენა კუთხეში ძლიერი ტკივილი;
· მუცლის შებერილობა;
· ძლიერი დაღლა;
· შარდის გამუქება;
· სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;
· ხელის გულების დაწითლება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰეპათოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის ანალიზი;
· ღვიძლის ბიოპსია;
· ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ღვიძლის მაგნიტო-რეზონანსურლი ტომოგრაფია;
· ღვიძლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
· ციტოსტატიკები და გლუკოკოსტიკოსტეროიდები, რომელბიც აფერხებენ პროცესის აქტივობას;
· პრეპარატები, რომელბიც აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციას და მეტაბოლიზმს;
· სადეზინტოქსიკაციო თერაპია;
· შარდმდენი საშუალებები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები.
დიეტა
მკურნალობის დროს ინიშნება დიეტა №5, რომელიც გამორიცხავს:
· ცომეულს;
· ცხიმიან ხორცს;
· ცხიმიან რძის პროდუქტებს;
· კვერცხს;
· ცივ სასმელს, ყავას, კაკაოს.
საშიშროება
დაავადების გართულებისას დგება შემეგი საშიშროება:
· ასციტი (მუცელში წყლის ჩადგომა);
· კუჭიდან და საყლაპავიდან სისხლდენა;
· სიყვითლე;
· ღვიძლის ენცეფალოპათია;
· ღვიძლის კიბო.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე უარის თქმა;
· მედიკამენტების მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიღება;
· ღვიძლის დაავდებების დროული მკურნალობა.
ღვიძლის ციროზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ღვიძლის ციროზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
