ქოლესტეროზი – ნაღვლის ბუშტში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რასაც ახლავს მის სადინარებსა და კედლებზე ცხიმების დაგროვება.
მიზეზები
დაავდების განვითარების ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ცხიმოვანი დისტროფიით.
სიმპტომები
დაავადება ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან თან ახლავს სიმძიმე და ტკივილი მარჯვენა ნეკნებქვეშ საჭმლის მიღების შემდეგ.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, ქოლანგიოგრაფია.
მკურნალობა
· მცენარეულ უჯრედებზე და ცხიმზე დამყარებული დიეტა;
· ნაღვლის გამომყოფი პრეპარატები;
· ნაღვლის მჟავაზე დამზადებული პრეპარატები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები;
· ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
დაავადების განვითარება იწვევს ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესის წარმოქმნას. თეორიულად შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიან ფორმაში.
რისკის ჯგუფი
35-65 წლის ასაკის ქალები, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ.
პროფილაქტიკა
ქოლესტერინის შემცველი და მაღალკალორიული საკვების გამოყენებაზე უარის თქმა.
ქოლესტეროზი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
