ქლამიდოზი – გავრცელებული დაავადება, რომელიც გადაედება სქესობრვი გზით. დაავადება გვხვდება მოსახლეობის 5-15%-ში, რომელბსაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვთ.
მიზეზები
· სქესობრივი კონტაქტისას დაავადება;
· ნაყოფისთვის ტრანსპლაცენტარული გადაცემა;
· დაავადებული დედის სასქესო ორგანოებიდან დაბადებისას ბავშვის დაავადება;
· პირადი ჰიგიენის ნივთებით გადაცემა.
სიმპტომები
· ურეტრადან და საშოდან სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი;
· ტკივილი შარდვისას;
· შარდსადინარიდან ჩირქოვანი გამონადენი;
· ნაადრევი მშობიარობა ან მუცლის მოშლა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ნაცხის მიკროსკოპია;
· გამაღიზიანებელის გამოვლენა იმუნოფლურესციტული და იმუნოფერმენტული მეთოდით;
· პჯრ რეაქცია;
· კულტურალური მეთოდი;
· სეროლოგიური რეაქციები.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობას ადგენს გინეკოლოგი და უროლოგი, რაც მოიცავს:
· სექსუალური კონტაქტისგან თავის შეკავებას;
· მაკროლიდებისა და ფტორქინოლონების სისტემურ ანტიბიოტიკოთერაპიას;
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· სისტემური და ადგილობრივი იმუნომამოდულირებელ თერაპიას;
· ორივე პარტნიორის მკურნალობას;
· ფიზიოთერაპიულ ზემოქმედებას.
დიეტა
· ალკოჰოლზე უარის თქმა;
· რძის პროდუქტების რაოდენობის შეზღუდვა რაციონში.
საშიშროება
ყველზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელების საშიშორება. შესაძლოა განვითარდეს უნაყოფობაც.
რისკის ჯგუფი
· მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების მქონე პირები;
· დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები;
· ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებლები.
პროფილაქტიკა
· შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება;
· გინეკოლოგთან და უროლოგთან რეგულარულად ვიზიტი და საჭიროებისას ანალიზების ჩაბარება;
· ფეხმძიმეებში ინფექციური დაავადების თერაპიის ჩატარება;
· კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება.
ქლამიდოზი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
