ლუმბაგო – ახასიათებს უეცარი ტკივილის გაჩენა ხერხემალში, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო

0
89
#image_title

ლუმბაგო – დაავადება, რომელსაც ახასიათებს უეცარი ტკივილის გაჩენა ხერხემალში, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო.
დაავადებას შეიძლება ჰქონდეს როგორც პირველადი, ისე მეორადი ხასიათი. ყველაზე ხშირად ის მიმდინარეობს ოსტეოქონდროზის ან ხერხემალშორისი დისკის თიაქარის ფონზე.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ზურგის კუნთების და დამაკავშირებელი ქსოვილის ძლიერი დაძაბულობის ან ხერხემალშორისი დისკის ამოვარდნის დროს. მისი გამომწვევი მიზეზებია:
·         ხშირი გადაციება;
·         ოსტეოქონდროზი;
·         ხერხემალშორისი დისკის თიაქარი;
·         ხერხემლის ტრავმები, შეშუპება;
·         ზურგის კუნთების სპაზმები;
·         ზედმეტი დატვირთვა ზურგზე;
·         ერთი და იგივე პოზაში ხანგრძლივად ყოფნა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         წელის მწვავე ტკივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთი ან დღე;
·         ტკივილი ჩნდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ან გადაციების შემდეგ;
·         ხერხემლის დაჭიმულობა;
·         წელის არეში კუნთების დაჭიმულობა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც იყენებს შემდეგ ღონისძიებებს:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ხერხემლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
·         ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ლუმბალური პუნქცია;
·         მიელოგრაფია;
·         ცერებროსპინალური სითხის შესწავლა.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         ფიზიოთერაპია (ულტრაბგერითი ზემოქმედება, ელექტროფორეზი);
·         მასაჟი;
·         რეფლექსოთერაპია;
·         ვიტამინოთერაპია (В ჯგუფის ვიტამინები);
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         სპაზმირებული კუნთების ბლოკადა;
·         ანესთეტიკების კუნთქვეშ შეყვანა;
·         ხერხემლის მდგომარეობის დასაფიქსირებელი კორსეტების ტარება;
·         ოპერატიული ჩარევა (ხერხემლის დისკის თიაქარის მოცილება, დაზიანებული ნაწილის აღდგენა).

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, ეს გამოიწვევს შემდეგ გართულებებს:
·         დისკების პროტრუზია;
·         იშემიური დაავადება;
·         ზურგის ტვინის კომპრესია;
·         ზურგის ტვინის ინფარქტი;
·         პარალიჩი.

რისკის ჯგუფი
·         სპორტსმენები (ძალოსნები);
·         ნაკლებ მოძრავი ცხვორების წესის მქონე პირები;
·         მძიმე ფიზიკური შრომის მქონე პირები (მტვირთავები, მებაღეები).

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ზურგის კუნთების გასამკვრივებელი ვარჯიშის შესრულება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         ერთი და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნისთვის თავის არიდება;
·         ფიზიკური დატვირთვების გაკონტროლება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ