ფილტვის ფიბროზი – დაავდება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ფილტვის დაავადებების გართულება;
· მინერალების ან ორგანული ნივთიერებების ხანგრძლივად შესუნთქვა;
· ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;
· გულმკერდის არეში რადიოაქტიური დასხივება;
· შაქრიანი დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის გართულება;
· მოწევა;
· დაბინძურებულ გარემოში, სამრეწველო უბანში ცხოვრება.
იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი – წარმოადგენს ფილტვის ფიბროზის ნაირსახეობას, რომლის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხუთვა;
· მშრალი ხველის შეტევები;
· გულმკერდის არეში განუწყვეტელი ტკივილი;
· ხროტინი სუნთქვის დროს;
· ციანოზი (ტუჩების და ფრჩხილების გალურჯება);
· თითების ფალანგების ზომების გადიდება;
· წონის დაკარგვა;
· სწრაფი დაღლა.
მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ფილტვების სხვა დაავადებებსაც, ამიტომ მათი გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მისვლა.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. პაციენტს უტარდება:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· გულმკერდის რენტგენოგრაფია;
· ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ფილტვების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ფილტვის ბიოპსია;
· ფუნქციონალური სუნთქვის ტესტები.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· დაავადებების მკურნალობა, რომლებმაც გამოიწვიეს ფილტვის ფიბროზი;
· ციტოტსტატიკები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· ჟანგბადოთერაპია;
· სუნთქვის ვარჯიშები.
დაავადების ხანგრძლივი და რთული განვითარებისას, როცა შედეგი არ აქვს კონსერვატიული მკურნალობის მეთოდს, ხდება ფილტვის გადანერგვა.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობა ხდება შემდეგი გართულებების განვითარების მიზეზი, როგორიცაა:
· ფილტვის ემფიზემა;
· ფილტვში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· გულის უკმარისობა;
· ფილტვის ჰიპერტონია.
შესაძლოა ლეტალური შედგი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· 50 წელს ზემოთ ადამიანები;
· სამრეწველო რაიონებში მაცხოვრებლები;
· მწეველები;
· ქიმიურ საწარმოებში მომუშავეები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
· ფილტვის ფიბროზის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
· ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
· სუნთქვის ვარჯიშები;
· მოწევაზე უარის თქმა.
ფილტვის ფიბროზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ფილტვის ფიბროზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
