პაროდონტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის გარშემო ქსოვილის ანთებით პროცესი.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· ლოკალიზირებული პაროდონტიტი — პაროდონტის კონკრეტული ნაწილის ანთება;
· გენერალიზირებული პაროდონტიტი — ყველა ან უმეტესობა კბილების გარემო ქსოვილის ანთება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა;
· შინაგანი ორგანოების დაავადებების არსებობა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· სტომატოლოგის მიერ არაჰიგიენური და არასაკმარისად სტერილური საგნების და სამუშაო იარაღების გამოყენება;
· პირის ღრუს ტრავმები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მსუბუქი ფორმის დროს – შეშუპებული, დაწითლებული ღრძილები, სისხლდენა;
· საშუალოდ მძიმე ფორმის დროს – ანთება, ღრძილების ატროფია, კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი;
· მძიმე ფორმა – კბილების მორყევა, ძვლების ქსოვილების ატროფია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· კაპილარების სიმყარის ტესტირება;
· ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;
· ყბის რენტგენოგრამა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
· მედიკამენტოზურ მკურნალობას;
· ლაზერულ, ულტრა-ბგერით მკურნალობას;
გვიან სტადიაზე ტარდება:
· ღრძილების ოპერაცია;
· გინგივექტომია;
· დენტალური იმპლანტაცია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· პაროდონტალური აბსცესი;
· კბილების ჩამოცვენა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
· საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
პაროდონტიტი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. პაროდონტიტი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
