ცრუ ფეხმძიმობა (ფსევდოფეხმძიმობა) – ფსიქიკური ფენომენი, ქალის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის შედეგად ის არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ფეხმძიმედ არის. ჩვეულებრივ ცრუ ფეხმძიმობას არ აქვს რეციდივები.
მიზეზები:
აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებია:
· ფსიქოემოციური აშლილობა;
· ჰორმონალური დარღვევები;
· მეორადი ამენორეა;
· ფეხმძიმობის და მშობიარობის მიმართ პათოლოგიური შიში ან დაფეხმძიმების ძლიერი სურვილი;
· საკვერცხეების შეშუპება.
სიმპტომები
· მენსტრუაციის ხანგრძლივი შეფერხება;
· ტოქსიკოზის სიმპტომები (გულის რევა, ღებინება, რიგ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება);
· სარძევე ჯირკვლების გადიდება;
· ხსენის გაჩენა;
· მუცლის გადიდება;
· წონაში მომატება;
· ნაყოფის მოძრაობის მსგავსი შეგრძნება;
· ცრუ სამშობიარო ტკივილები.
ცრუ ფეხმძიმობის სიმპტომები საშუალოდ გრძელდება 3-3,5 თვე.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად მეან-გინეკოლოგი ატარებს შემდეგი სახის ღონისძიებებს:
· გინეკოლოგიური დათვალიერება;
· ფეხმძიმობის ტესტი;
· იმუნოლოგიური, ბიოლოგიური გამოკვლევა;
· მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა;
· მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა;
· ქრონიკული ჰონადოტროპინის დონის დადგენა სისხლში.
რიგ შემთხვევებში საჭიროა ენდოკრინოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ფსიქოთერაპევტთან გასაუბრებას;
· ჰიპნოზის სეანსებს;
· სისხლში ჰორმონების დამარეგულირებელ პრეპარატებს;
· სტრესის შედეგების, შფოთვისა და მოუსვენრობის მომხსნელ პრეპარატებს.
საშიშროება
დროული დახმარების გარეშე შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოვლინდეს რეალური მშობიარობის დროს (ნაადრევი მშობიარობის სახით).
რისკის ჯგუფი
· 30-40 წლის ქალები, რომლებიც დიდი ხანი მკურნალობენ უნაყოფობაზე და სურთ დაფეხმძიმება;
· არამყარი ფსიქიკის მქონე ქალები, ემოციურები იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ბავშვებს და ფეხმძიმობას;
· ქალები, რომლებსაც გადატანილი აქვთ აბორტი ან მოუკვდათ შვილი;
· ქალები, რომლებიც უახლოვდებიან მენოპაუზის პერიოდს და არ გაუჩენიათ შვილი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მუდმივი კონსულტაციის გავლა, ასევე დაფეხმძიმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექიმი-ფსიქოთერაპევტის კონსულტაციის გავლა.
ცრუ ფეხმძიმობა
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ცრუ ფეხმძიმობა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
