მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება) – წარმოადგენს მწვავე რესპირატორუ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. მას ხშირად ურევენ გრიპში, სინამდვილეში დაავადებას იშვიათად შეუძლია ზიანის მოტანა ადამიანის ორგანიზმისთვის, გრიპის გართულებები კი გაცილებით უფრო საშიშია, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგიც კი ჰქონდეს.
მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
· დაავადების გადაცემა ვირუსებით, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით;
· გადაციება;
· იმუნიტეტის დაქვეითება.
· მრი დედისგან შვილს გადაეცემა ძუძუთი კვების დროს.
სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
· ზოგადი სისუსტე;
· მადის დაკარგვა;
· გულის რევა;
· ღებინება;
· ხველა;
· ცემინება;
· თავის ტკივილი;
· თავის ტკივილი;
· ცხვირის გაჭედვა და სურდო;
· ტემპერატურის ზომიერი აწევა;
· შემცივნება;
· სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
· კონიუქტივიტი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი ან პედიატრი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარება;
· ფილტვების რენტგენი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;
· 38 გრადუს ტემპერატურაზე დამწევი საშუალების მიღება. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია, წამლის მიღება საჭირო არ არის, რადგან ასე ორგანიზმი ებრძვის ვირუსს.
· სურდოს დროს სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები;
· ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის კონტროლისა და კონსულტაციის შემდეგ. ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· რაც შეიძლება მეტი სითხის მიცემა;
· ცხვირის გათავისუფლება სურდოსგან;
· ბეროდუალის ინჰალაცია;
· მედიკამენტური თერაპია;
· ოთახის მუდმივად განიავება.
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ბრონქიტი;
· ლარინგიტი;
· პნევმონია;
· რინიტი;
· ფარინგიტი და ა.შ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საჭმლის მომზადებისა და მიღების დროს ხელების კარგად დაბანა;
· ცხვირის გამოხოცვა ქაღალდის ხელსახოცებში და მათი მაშინვე გადაგდება;
· ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება;
· შენობის რეგულარულად განიავება;
· ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკაში დანერგვა;
· მრი-ით დაავადებულ პირებთან კოტაქტის შეზღუდვა.
მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება)
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
