როტაციზმი

როტაციზმი, ენაბორძიკობა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ბგერა «რ»-ს  გამოთქმის დარღვევა, წარმოადგენს დისლალიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. უმეტეს შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი.
 
მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:
·         მექანიკური ფაქტორი;
·         ფუნქციონალური ფაქტორი;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ლოგოპედი, რისთვისაც საჭრიოა გაირკვეს:
·         ბგერითი ანალიზის დონე;
·         ბგერათა წარმოთქმის განსაკუთრებულობა;
·         არტიკულარული აპარატის მდგომარეობა და მოძრაობა;
·         სმენისა და მხედველობის მდგომარეობა;
·         ფსიქოსამეტყველო განვითარების თავისებურებები;
·         სიტყვათა მარაგი;
·         გრამატიკის, წერის, კითხვის თავისებურებები;
·         მხედველობითი აღქმის უნარი.
 
მკურნალობა
ენაბორძიკობის გამოსწორება ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია პათოლოგიის გამოსწორების შანსი.  მკურნალობის პერიოდში ექიმი ატარებს ლოგოპედიურ, ფსიქო-კორექტულ, პედაგოგიურ, კომუნიკაციურ სამუშაოებს:
·         ბგერების დაყენება;
·         ენის მასაჟი;
·         ენის წინა ნაწილის ვიბრაციის განსახორციელებელი სავარჯიშოები;
·         ბგერა «რ»-ს ავტომატიზაციის სავარჯიშოები;
·         არტიკულაციური ვარჯიში.
ზრდასრულებში ენაბორძიკობა აღენიშნება 2%-ს. ზრდასრულ ასაკში დეფექტის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ენის კუნთებზე ქირურგიული ჩარევა.
 
პროფილაქტიკა
აღნიშნული დეფექტის შემდგომში თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თავიდანვე ზრუნვა და ლოგოპედთან დროულად მისვლა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  პროსტატის ადენომა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ