შეძენილი გულის მანკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

შეძენილი გულის მანკი – წარმოადგენს გულის სარქვლის მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება გულის ქრონიკული დაავადებების შედეგად ან აღნიშნული ორგანოს ტრავმებით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         რევმატიზმი;
·         ათეროსკლეროზი;
·         ინფექციური ენდოკარდიტი;
·         ორგანოების სიფილისით დაავადება;
·         გულის სარქვლის დამაკავშირებელი ქსოვილების დიფუზური დაზიანება;
·         გულის სარქვლის ფუნქციების დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         გახშირებული გულისცემა;
·         გულის არეში ტკივილი;
·         ხუთვა;
·         შეშუპება და გულის უკმარისობის სხვა ნიშნები.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         ექოკარდიოგრაფია;
·         გულმკერდის რენტგენი.
·         გულის ღრუს ზონდირება;
·         ანგიოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         ძირითადი დაავადების გართულებებისა და რეციდივების პროფილაქტიკა;
·         გულის რითმის დარღვევის პროფილაქტიკა.

საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულის უკმარისობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს პაციენტის დაღუპვა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         რევმატიზმის პროფილაქტიკა;
·         სიფილისის პროფილაქტიკა;
·         სეპტიკური მდგომარეობის პროფილაქტიკა;
·         გაკაჟება;
·         კარდიოლოგის რეგულარული კონტროლი;
·         გამოზომილი ფიზიკური დატვირთვა;
·         დიაგნოსტიკური ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ვეიპინგი: მორიგი მტკიცებულება მისი საზიანო ზემოქმედების შესახებ — ტვინი, გული და კიბოს რისკი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ