მუცლის მოშლა

0
36

მუცლის მოშლა ნაადრევად – წარმოადგენს ორსულობის მოულოდნელ შეწყვეტას პირველ ტრიმესტრში, რომლიც გვხვდება ყოველ მერვე ქალში, თუ სტატისტიკას დავუჯერებთ.
გამოყოფენ მუცლის მოშლის რამოდენიმე სახეობას:
·         სპონტანური მუცლის მოშლა, როცა ემბრიონი გამოიდევნება დედის ორგანიზმის მიერ 22 კვირამდე;
·         ადრეული მუცლის მოშლა, რომელიც ხდება 12 კვრამდე;
·         გვიანი მუცლის მოშლა, რომელიც ხდება 12-დან 22 კვირამდე.

მიზეზები
მუცლის მოშლის მიზეზებია:
·         ნაყოფის გენეტიკური დარღვევები – სწორედ ეს ფაქტორი ხდება მუცლის მოშლის 70%-ის მიზეზი. ეს დეფექტები ვითარდება მშობლების სასქესო უჯრედებში, რაც გამოწვეულია ცუდი ეკოლოგიით, ვირუსებით, რადიაციით და ა.შ.
·         ჰორმონალური დარღვევები. მაგალითად, ქალის ორგანიზმში ჰორმონ პროჰესტერონის უკმარისობის გამო. ამ პრობლემის დროულად გამოვლენის შემთხვევაში ნაყოფის გადარჩენა შესაძლებელია;
·         იმუნოლოგიური ფაქტორები. საქმე ეხება ე.წ. რეზუს-კონფლიქტს, როცა ემბრიონს გადაეცემა მამის დადებითი რეზუსი, ხოლო დედის უარყოფითი რეზუსი გამოდევნის ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ქსოვილებს;
·         ინფექციები, რომლებიც გადადის სქესობრივი გზით;
·         აბორტი ანამნეზში;
·         მედიკამენტებისა და სამკურნალო მცენარეების მიღება;
·         სტრესი;
·         დედის არაჯანსაღი ცხვორების წესი;
·         დაცემა;
·         სიმძიმის აწევა.

სიმპტომები
ადრეული მუცლის მოშლის სიმპტომებია:
·         სისხლიანი გამონადენი;
·         საშვილოსნოს და საკვერცხეების არეში ტკივილი;
·         თავბრუს ხვევა;
·         გონების დაკარგვა;
·         საშვილოსნოს ტონუსი.
იშვიათ შემთხვევებში მუცლის მოშლის სიმპტომები შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რაც ზოგ ქალს მენსტრუალური ციკლის პროცესი ჰგონია. ზოგჯერს მუცლის მოშლისას ნაყოფი და გარსი ერთდროულად გამოიდევნება ორგანიზმიდან.

მკურნალობა
მუცლის მოშლის თავიდან აცილება შეიძლება შემდეგი ღონისძიებების განცოხრციელებით:
·         სპეციალისტთან დაუყოვნებლივ მისვლა;
·         ექიმის დანიშნულების დაცვა, რაც მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიას საშვილოსნოს მიომეტრიის მოსადუნებლად;
·         ასევე პრაქტიკაში მიღებულია საშვილოსნოს ყელზე ნაკერების მრგავალად დადება, რომელიც იხსნება ფეხმძიმობის 36-37 კვირაში;
·         სიმშვიდის დაცვა და ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება.
თუ მუცლის მოშლა დადასტურდება და ფეხმძიმობა შეწყდება, საჭიროა შემდეგი სახის ღონისძიებების ჩატარება:
·         ვიტამინების მიღება, ასევე სისხლდენის შემაჩერებელი, ტიკივილგამაყჩებელი და სედატიური პრეპარატების მიღება;
·         ფსიქოლოგიური დახმარება;
·         გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევა;
·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა საშვილოსნოს ყელის ანომალიების დასადგენად;

საშიშროება
როგორც წესი მოულოდნელი მუცლის მოშლა ადრეულ პერიოდში არ იწვევს სერიოზულ გართულებებს ქალის ჯანმრთელობისთვის. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, თუ მუცლის მოშლა მოხდა «სახალხო საშუალებების» გამოყენებით და საშვილოსნოში დარჩა ნაყოფის ნარჩენები ან გარსი. ამიტომ, მუცლის მოშლის შემდეგ, როგორი მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს მას, სპეციალისტები გვირჩევენ საშვილოსნოს ულტრა-ბგერით გამოკვლევას.

პროფილაქტიკა
ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა იმაზე, მოეშლება თუ არა ქალს მუცელი, შეუძლებელია. მაგრამ არსებობს მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელთა დაცვა საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემა:
·         სიმშვიდე;
·         რეგულარული კვება;
·         ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება;
·         სუფთა ჰაერზე ყოფნა;
·         ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
წინა სტატიაშიDIC-სინდრომი
შემდეგი სტატიავიტილიგო
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ