ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას

0
106

ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას. უფრო ხშირია მარცხენა საკვერცხის ვარიკოცელე (შემთხვევების 90-98%). მარჯვენა ან ორმხრივი ვარიკოცელე გვხვდება იშვიათად და სპეციფიკური მიზეზები აქვს, რაც დეტალურ კვლევას მოითხოვს.
სამედიცინო პრაქტიკაში ვარიკოცელე ბავშვებში ყველაზე მეტად 13-17 წლის ასაკში აღინიშნება.
გამოყოფენ შემდეგი დონის ვარიკოცელეს:
·         I დონე – ხასიათდება ბაგირაკის გადიდებით და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ დეპლეოგრაფიის ჩატარებისას.
·         II დონე – ვენების გაგანიერების დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, როცა პაციენტი ფეხზე დგას საკვერცხის ზომა და მდგომარეობა არ იცვლება.
·         III დონე – ბაგირაკის გადიდება თვალსაჩინოა როგორც დგომისას, ისე წოლით მდგომარეობაში.
·         IV დონე – საკვერცხის და სათესლე ბაგირაკის გაგანიერება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საკვერცხე რბილია და ზომაში დაპატარავებული.

მიზეზები
ვარიკოცელეს წარმოშობის მიზეზებია:
·         საკვერცხის სისხლით არასწორი მომარაგება;
·         გენეტიკური მიდრეკილება სისხლძარღვების სისუსტისკენ;
·         მცირე მენჯის ვენებში გაზრდილი წნევა.

ვარიკოცელეს სიმპტომები
ვარიკოცელე მამაკაცებში შეიძლება არ იწვევდეს არანაირ პრობლემას და გამოვლენილი იქნას შემთხვევით, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
თუმცა შესაძლოა შემდეგი სახის სიმპტომების გამოვლენა:
·         სიმძმის შეგრძნება საკვერცხეებში, რომელიც ძლიერდება დიდი ხნით ფეხზე დგომის ან ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში;
·         ყრუ ტკივილები (შეიძლება იგრძნობოდეს წვა და ჩხვლეტა) საკვერცხეებში, ბარძაყების შიდა მხარეს.

დიაგნოსტიკა
ვარიკოცელეს მკურნალობის დასადგენად ექიმი-უროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         დოპლეროგრაფიას;
·         ვალსალვის სინჯის ანალიზს;
·         სქესობრივი ჰორმონების გამოკვლევას;
·         სპერმოგრამას.

ვარიკოცელეს მკურნალობა
ვარიკოცელეს მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე, რადგან კონსერვატიული მეთოდები არაეფექტურია დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. დღეისათვის არსებობს ოპერაციების რამოდენიმე სახე:
·         ანტეგრადული სკლეროთერაპია;
·         ვენის მიკროქირურგიული ამოკვეთა ან გადაკვანძვა;
·         ივანისევიჩის ოპერაცია (სათესლე ვენების გადაკვანძვა);
·         პალმო-ეროხინის ოპერაცია (შიდა სათესლე ვენის გადაკვანძვა საკვერცხის ლიმფური სისხლძარღვებისგან დამოუკიდებლად);
·         ლაპარასკოპიური მკურნალობა.

საშიშროება
საკვერცხის ვარიკოცელემ შეიძლება გამოიწვიოს:
·         იშემია;
·         საკვერცხეში სკლეროტული ცვლილებები;
·         უნაყოფობა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდება;
·         ნაწლავების მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა;
·         ალკოჰოლის გამორიცხვა;
·         ექიმთან გამოკვლევის სისტემატიურად ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ