ბლეფარიტი

0
27
xr:d:DAGCd9ubXew:34,j:615166301663721835,t:24041513

ბლეფარიტი – წარმოადგენს თვალის დაავადებათა მთელ ჯგუფს, რომელიც ხასიათდება თვალის ქუთუთოების კიდურების ანთებით.
არსებობს ბლეფარიტის 4 სახეობა:
·         ქავილით;
·         წყლულით;
·         დემოდეკოზური;
·         ალერგიული.
ლოკალურობის მიხედვით ბლეფარიტი არის:
·         წინა ზღვრული (წარმოიქმნება ქუთუთოს წინა ზღვარზე);
·         უკანა ზღვრული;
·         შიდა (როცა დაავადება თვალის შიგნით მიმდინარეობს და მოიცავს თვალის გუგას და კონიუქტივს).

მიზეზები
ბლეფარიტის მიზეზებია:
·         თვალის უფრო სერიოზული დაავადებები, როცა ბლეფარიტი მხოლოდ მათ შედეგს წარმოადგენს;
·         ორგანიზმის იმუნიტეტის დაწევა;
·         ალერგიული რეაქცია;
·         რეფრაქციის დარღვევა (შორსმხედველობა, ახლომხედველობა);
·         პარაზიტული დაავადებები;
·         ავიტამინოზი;
·         ენდოკრინული ცვლილებები;
·         მძიმე მედიკამენტების მიღება;
·         სტრესი;
·         მავნე ჩვევები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები;
·         მემკვიდრეობა.

ბლეფარიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ქავილი თვალების არეში;
·         თვალებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით ქუთუთოების;
·         თვალების დაღლის მაღალი დონე;
·         თვალების კიდურების შესიება;
·         სიწითლე;
·         მძაფრ შუქზე მომატებული რეაქცია;
·         ქავილით გარქოვანებული ადგილები ან «ქერტლი» ქუთუთოებზე;
·         წამწამების არასწორი ზრდა ან ცვენა.

დიაგნოსტიკა
ბლეფარიტის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციები:
·         გამოცდილ ოფთალმოლოგთან შემოწმების გავლა;
·         თვალის გამოკვლევა სადიაგნოსტიკო ნათურით;
·         კონიუქტივის ნაცხის მიკრობული და უჯრედოვანი შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა;
·         წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა დემოდექსზე.

ბლეფარიტის მკურნალობა
როგორ ვუმკურნალოთ ბლეფარიტს? დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი მოიცავს შემდეგ კომპლექსურ ქმედებებს:
·         თვალის დამუშავებას სპეციალური ხსნარით (ბლეფაროგელი, დემალანი, ტეტრაციკლის მალამო, ჰიდროკორტიზონი და ა.შ.) რომელთა გამოყენება დამოკიდებულია ბლეფარიტის ტიპზე;
·         თვალის ანტისეპტიკური დამუშავება (მირამისტინი, კალენდულას ნაყენი);
·         ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთების გამოყენება (ტობრადექსი, მაქსიტორლი);
·         ქუთუთოების მასაჟი;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         «სიდორენკოს სათვალის» გამოყენება (ქუთუთოების მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა);
·         ვიტამინოთერაპია (ლუტეინის მიღება);
·         დაავადების მიზეზების მოსპობა, მაგალითად, როცა არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ენდოკრინული სისტემის დარღვევები.
როგორ უნდა მოხდეს ბლეფარიტის მკურნალობა პროფესიონალი ოფთალმოლოგი პირველივე დათვალიერების და დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ იტყვის.

საშიშროება
კომპლექსური და დროული მიდგომის შემდეგ ბლეფარიტის მკურნალობა შედეგიანია და მას არ მოჰყვება მხედველობის სერიოზული გართულებები. რიგ შემთხვევებში ბლეფარიტის გართულებას წარმოადგენს მხედველობის სიმკვეთრის სემცირება, ასევე თვალის ბადურის და რქოვანას პრობლემები და ა.შ. ასევე დაავადების შედეგი შეიძლება იყოს თვალის ქუთუთოების არაესთეტიკურობა. თუმცა საბოლოოდ ბლეფარიტისგან განკურნების შედეგი დამაკმაყოფილებელია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში მინიმუმ ერთხელ);
·         იმ დაავადებების თანამედროვე მეთოდებით აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობენ ბლეფარიტის წარმოქმნას;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ