NASA-მ დედამიწის ზღვის მიკროსკოპული სიცოცხლისა და პაწაწინა ატმოსფერული ნაწილაკების შესასწავლად ახალი მისია დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სატელიტი PACE ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 კანავერალის კონცხიდან გაიყვანა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ PACE-ის დახმარებით უკეთ გაერკვევიან იმაში თუ რა გავლენას ახდენს ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები პლანეტაზე.
Sheni Network
კერძოდ, მისია დაადგენს აეროზოლების, ღრუბლებისა და ფიტოპლანქტონის, როგორც ოკეანის სიჯანსაღისა და გლობალური დათბობის ინდიკატორებს. PACE-ს მისია 3 წელზეა გათვლილი, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მას საკმარისი საწვავი აქვს 10-წლიანი მუშაობისთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. NASA-მ დედამიწაზე „უხილავი სამყაროს“ შესასწავლად ახალი მისია დაიწყო [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/02/14/nasa-%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90/
sheniekimi.ge
