By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
პულსი TV

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 1, 2024 4:25 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

სწორედ ამ თემაზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უძღვებოდნენ…

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მიმართა.
„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში გვაქვს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ზედამხედველობა. აქტუალობიდან გამომდინარე ერთ-ერთი უპირველესია ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელს შეეხება. ეს რეფორმა, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია დაიწყო, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სფეროში და გარკვეული შედეგებიდან გამომდინარე, დადგა დრო მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აამოქმედა კომიტეტმა საზედამხედველო ფუნქცია, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, კლინიკებთან ერთად განსაზღვრონ რამდენად შესრულდა დასახული მიზნები ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა სისტემა და რა არის საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად.
„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი ოთხ ათეულ წელზე მეტია რაც დაინერგა მსოფლიოში, ჩვენთან კი წელიწად-ნახევარია რაც დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არსებობდა გამოწვევები. ეს პროცესი გამოწვევების გარეშე არც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
პარლამენტის ცნობით, კომიტეტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს გამართავს სფეროს წარმომადგენლებთან, რათა იმ გამოწვევებზე იმსჯელოს, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელში არსებობს.
შეკრებილებს ასევე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საჭიროებასა და აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ შეხვედრები და კომუნიკაცია პერმანენტული გახდება, რათა თითოეულ პრობლემაზე რეალური მუშაობა დაიწყოს და ერთად მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე.
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, დღეს გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამუშავების და აღსრულებისკენ გადადგმული, ამასთანავე, საყურადღებოა სპეციალისტების აზრის მოსმენაც, რათა დროულად მოხდეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვაზე, ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია და ჰოსპიტალური სერვისებისთვის ანაზღაურების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, დადებითი შედეგებიც აქვს და თან გარკვეული რისკებიც ახლავს.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როცა სისტემაში აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება დაგროვდა.
„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელმა რომ ფუნქციონირება გააგრძელოს, ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს. სრულად გამოვიყენოთ ამ მექანიზმის შესაძლებლობები და მოვახერხოთ სისტემის ეფექტურობის გაზრდა ჯანდაცვის სისტემის მიზნებისთვის და პაციენტის სიკეთისთვის, რადგან სხვაგვარად ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ჯანდაცვის მზარდ დანახარჯებს, თუ სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის არ გვექნება შესაბამისი მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრაზე, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და კლინიკების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, შეთანხმდნენ, რომ სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დასაზუსტებელ და დასახვეწ საკითხებზე ერთობლივ კონსულტაციებს გააგრძელებენ.
ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
FacebookTwitter
TAGGED:„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პულსი TV

„მაქვს ძილის დამბლა. ვიღვიძებ და ვარ სრულად პარალიზებული… არ შემიძლია საუბარი, არ შემიძლია მოძრაობა“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პულსი TV

ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე – უპრეცედენტო რაოდენობის, უკანონო რეცეპტები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პულსი TV

ღვიძლის სიმსივნეები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პულსი TV

სოკოვანი პნევმონია ძალიან რთული სამკურნალოა…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?