By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე – პერსონალური ამწეები დაემატა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 24, 2026 9:48 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატა
#post_seo_title
გაზიარება

საქართველოში იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, — აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეკატერინე შარაძე აღნიშნავს, რომ იშვიათი დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ახალი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

კერძოდ, პაციენტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში ერთხელ სტაციონარული და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება მიიღოს. ეს ინიციატივა პაციენტებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ, სრულყოფილ სამედიცინო მეთვალყურეობას — ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთანავე, პროგრამა 100%-ით, სრულად ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას, ჰოლტერ-მონიტორინგს, სპირომეტრიას, დენსიტომეტრიას, რენტგენსა და სხვადასხვა სპეციფიკურ ანალიზებს.

„ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ექიმებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მშობლებიც და სხვა დაინტერესებული პირებიც. აღასანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილ საკითხებს მოიცავს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კვლევები და ექიმების კონსულტაციები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ასაკის შეუზღუდავად.

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროგრამა მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე ვრცელდება, სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს— მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა სრულწლოვან პაციენტებსაც შეუძლიათ.

„პროგრამის მთავარი მიზანია, იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პირებმა მიიღონ ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი და იყვნენ მუდმივი საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას“, — აღნიშნავს ეკატერინე შარაძე.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად სრულად ფინანსდება ყველა სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც უშუალოდ ამ კონკრეტულ პროგრამაში არ შედის.

„სამედიცინო მომსახურების გარდა, სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტურ მხარდაჭერასაც — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებისთვის, 2024 წლიდან ხელმისაწვდომია ესპანური წარმოების პრეპარატი „დეფლაზაკორტი“. ეს არის ამ დაავადების მართვისთვის მსოფლიოში აპრობირებული მკურნალობა, რომელსაც წამყვანი ქვეყნები ძირითად თერაპიულ საშუალებად იყენებენ.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, რეფერალური პროგრამის მეშვეობით ხდება პაციენტების სხვადასხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურებითა და სხვადასხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებითაც გრძელდება პაციენტების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსება.

სამედიცინო მეთვალყურეობის პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს პაციენტების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეც. აღსანიშნავია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის დასმისთანავე, 2025 წლიდან პაციენტებს ავტომატურად ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსი, რაც მათთვის სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში ჩართვის საფუძველი ხდება.

ასევე, პაციენტები იღებენ შშმ პირის სოციალურ პაკეტს: 18 წლამდე ასაკის პირები – 470 ლარის ოდენობით, ხოლო ზრდასრულები – 210-დან 470 ლარამდე ოდენობით.

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე — პერსონალური ამწეები დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.

ამასთანავე, ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით, რაც ამ დაავადების მართვის პროცესში ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ერთ- ერთი ასეთი გახლავთ სარეაბილიტაციო კლინიკა “კენ ვოლკერი”, რომელოც მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილბს”- განაცხადა ეკატერინე შარაძემ.

FacebookTwitter
TAGGED:ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებითმათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატაჯანდაცვის სამინისტრო დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამა…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი უზბეკეთის მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ბეხზოდ მუსაევს შეხვდა
სამინისტრო

მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს ხელმძღვანელს  ქვეყანაში შრომითი მიგრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია  მიაწოდა  და აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთის საიმედო პარტნიორია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?