By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

შენ შეგიძლია შეცვალო – ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 6, 2025 2:39 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს...“
#post_seo_title
გაზიარება

შენ შეგიძლია შეცვალო…

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. ჯანმრთელობა რომ შეუფასებელი სიმდიდრეა, ალბათ ამაში ორი აზრი არ არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა მასზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როდესაც სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. არადა, ამ პრობლემების დიდი ნაწილის თავიდან აცილება ჩვენი ცხოვრების წესის სულ უმნიშვნელო ცვლილებითაცაა შესაძლებელი.

დღეს, სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის (ქცევები, რომლებიცდადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე დათავისთავში აერთიანებს ისეთებს, როგორიცაასწორიკვება, ფიზიკურიაქტივობა, მავნეჩვევებზეუარისთქმა...) ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – ფიზიკურ აქტივობასა და თამბაქოს მოხმარებაზე გვინდა გესაუბროთ. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ინაქტივობა იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მწეველობა (დაახლოებით 1 ადამიანი 6 წამში), ერთი შეხედვით ძნელია ამ ორ, არსობრივად განსხვავებულ ქცევას შორის კავშირის მოძებნა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამბაქოზე თავის დანებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა დასაშუალება სწორედ ფიზიკური აქტივობაა (ფიზიკურიაქტივობა არის ყველა ის მოძრაობაა, რაც კუნთებით ხორციელდება და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს: თამაში, სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, მუშაობა სახლში…). მაგ, ტაივანში ჩატარებულმა 12 წლიანმა (1996-2008წწ) კვლევამ, რომელშიც  434 190 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, უჩვენა, რომ საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა (აქტივობა, რომლის დროსაც უმნიშვნელოდ იცვლება გულის ცემა და სუნთქვის სიხშირე. მაგალითად, ფეხით ჩქარი სიარული, მუშაობა სახლში და ბაღში, აერობიკა, ცეკვა…)მწეველებში 55%-ით ზრდის თამბაქოზე თავის დანებების და 43 %-ით ამცირებს თამბაქოს მოხმარების ხელახლა დაწყების შანსს[i].

ალბათ, საინტერესოა რა განაპირობებს ფიზიკური აქტივობის ამგვარ დადებით ზეგავლენას  თამბაქოს გადაგდების პროცესზე. დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მოქმედებს ტვინის გარკვეულ უბნებზე, იწვევს ენდორფინის – სიამოვნების ჰორმონების – გამოყოფას და იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების პარალელურად უჩნდება. ამგვარად, მწეველისთვის ნიკოტინი საშუალებაა, რათა თავი კომფორტულად/ნორმალურად იგრძნოს. დამტკიცდა ისიც, რომ  ფიზიკური აქტივობა,  ნიკოტინის მსგავსად, ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას იწვევს. ეს კი  თავის მხრივ, ხელს უწყობს თამბაქოს გადაგდების სიმპტომების (როგორიცაა გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა) შემცირებას და ზრდის ამ მავნე ჩვევაზე წარმატებულად თავის დანებების შანსს.  [ii] [iii] [iv]

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლების სარგებელი მხოლოდ გუნება-განწყობილების ამაღლებით არ შემოიფარგლება. კვლევებმა უჩვენა, რომ მწეველებში ფიზიკური აქტივობა 50%-ით ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო… და მკვეთრად ამცირებს სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვალების რისკს (ფიზიკურად აქტიურ მწეველებში რისკი 23%-ით, ხოლო ფიზიკურად აქტიურ ყოფილ მწეველებში 43%-ით მცირდება)…[v]

როგორც ვხედავთ, სულ მცირე ძალისხმევაც კი, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გავიღებთ, დაუყოვნებლივ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, არ ღირს დაველოდოთ სასწაულს, როცა მისი შექმნა თვითონაც შეგვიძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ იქნება ძნელი, მცირე დრო მაინც დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. მითუმეტეს, რომ მეცნიერების მტკიცებით, მინიმალური ფიზიკური აქტივობისთვის 30 წთ-ია საკმარისი, რომლის გადანაწილებაც დღის განმავლობაში  10-10 წუთიან აქტივობებად შესაძლებელია.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



[i] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22861822

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iv] http://www.health.harvard.edu/newsweek/Exercise-and-Depression-report-excerpt.htm

[v] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:შენ შეგიძლია შეცვალო - ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) - ძალიან გავრცელებულია
ენციკლოპედია

ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა – ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
ენციკლოპედია

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს – რა არის ქრონიკული C ჰეპატიტი?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ენციკლოპედია

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი საფრთხეს უქმნის თქვენს და თქვენს გარშემომყოფთა ჯანმრთელობას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
ენციკლოპედია

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?