By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 17, 2025 9:18 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ყვითელი ცხელება
#post_seo_title
გაზიარება

ყვითელი ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა – ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე – სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში.

ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობოს. მკურნალობა სიმპტომურია.

ვირუსი ენდემურია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ დაავადებით გამოწვეული შემთხვევების რიცხვი მცირდება. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრურებული არ არის.

 2.გამომწვევი აგენტი – გამომწვევია Flavivirus, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი. გადამტანია ინფიცირებული კოღო, უმეტესად  Aedes სახეობის. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში.

3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – ყვითელი ცხელების ენდემურ არეალში, როგორიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა – მოგზაურობა.

 4. რეზერვუარი – ურბანულ ზონაში მტარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes  სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი (მაიმუნი, ოპოსუმი, იშვიათად სხვა სახეობა).

 5. გადაცემის გზები – ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

 6.ინკუბაციური პერიოდი – 3-6 დღე.

 7.გადამდებლობის პერიოდი – კოღო ინფიცირდება ადამიანის ვირემიულ ფაზაში დაკბენისას, რომელიც გრძელდება ცხელების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. კბენიდან 9-12 დღის შემდეგ კოღო ხდება გადამდები.

 8. მიმღებლობა – ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.    

9. კონტროლის ღონისძიებები –

ა) პრევენციული ღონისძიებები :

  • ვაქცინაცია ყვითელი ცხელების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ვაქცინა უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს დაავადების წინააღმდეგ მუდმივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
  • კოღოს კბენისგან თავდაცვა – კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტების გამოიყენება;

ინსექტიციდების გამოყენება ზრდასრული კოღოებისა და მატლების წინააღმდეგ; ფანჯრის და  საწოლის ბადეების გამოყენება;

  • მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის შესანახი კონტეინერების დაცლა, გაწმენდა,  თავდახურულ მდგომარეობაში მოყვანა.

ბ)პაციენტის და კონტატების კონტროლი–პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

ყვითელი ცხელება სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისას, ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.

გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები–პაციენტი უნდა იქნას იზოლირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული კოღოსგან დაკბენა გადამდებლობის პერიოდში.

დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს კონტაქტის გზით, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მრავალ ინფექციას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და გადამადებლობა, საჭიროა პაციენტის იზოლაცია ყვთიელი ცხელების დიაგნოზის დადასტურებამდე. არ საჭიროებს საკარანტინო ღონისძიებებს.

 დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოები მრავლდებიან ტროპიკულ ტყეებში, ნესტიან და ნაწილობრივად ნესტიან პირობებში, ამავდროულად ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. ინფიცირებული კოღოებისა და ადამიანების გაზრდილი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობა არ არის აცრილი ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, შესაძლოა იქცეს ეპიდემიის მიზეზად.

ბუნებრივი კატასტროფებისას ეპიდემიის პრევენციის საუკეთესო გზას მასიური ვაქცინაცია წარმოადგენს.

 ე)საერთაშორისო ღონისძიებები – ყვითელი ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

FacebookTwitter
TAGGED:ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ეშერიხა კოლი
ენციკლოპედია

ეშერიხა კოლი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როდესაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები ავადობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, პაციენტის მოვლა შესაძლოა გართულდეს, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაზე
ენციკლოპედია

როდესაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები ავადობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, პაციენტის მოვლა შესაძლოა გართულდეს, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota)
ენციკლოპედია

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
ენციკლოპედია

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს – რა გზებით ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?