By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
Uncategorized

„ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 18, 2026 12:12 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ - არის თუ არა აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება,
#post_seo_title
გაზიარება

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.

„დღეში რამდენჯერ უნდა ჰქონდეს ბავშვს დეფიკაცია, რომ დიარეა ვუწოდოთ?“-სინამდვილეში, დიარეა მხოლოდ „ხშირი კუჭში გასვლა“ არ არის. განსაკუთრებით ჩვილებში, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს ზოგჯერ დღეში 8-10-ჯერაც შეიძლება ჰქონდეს თხელი განავალი და ეს ნორმის ფარგლებშიც ჯდებოდეს.

დიარეად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბავშვს განავალი უეცრად უხშირდება, ხდება უფრო წყლიანი, მოცულობით მეტი, ხშირად შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ-სისხლსაც, და თან ერთვის საერთო მდგომარეობის ცვლილება: სისუსტე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა, მადის დაქვეითება ან გაუწყლოების ნიშნები.

ყველაზე მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ბავშვის მდგომარეობა… ბავშვი, რომელიც თამაშობს, სვამს სითხეს, აქვს ცრემლი ტირილისას და პირი არ უშრება- ნაკლებად საყურადღებოა, ვიდრე ბავშვი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა ფაღარათი, მაგრამ გახდა მოდუნებული, ძილიანი საკვებსა და სითხეზე უარს ამბობს.

დიარეის დროს მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა.

წლების განმავლობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ „კუჭი უნდა დავასვენოთ“, ბავშვი რამდენიმე დღე მხოლოდ ჩაიზე და ორცხობილაზე უნდა იყოს… თუმცა თანამედროვე მიდგომა სრულიად განსხვავებულია.

ბავშვს შიმშილი არ სჭირდება.

ორგანიზმს სწორედ ამ დროს სჭირდება ენერგია ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად…თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.უფროს ბავშვებთან რეკომენდებულია ასაკისთვის შესაბამისი, მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი კვება:

ბრინჯი, ბანანი, კარტოფილი, ბოსტნეული, სუპები, მოხარშული ხორცი, მაწონი-ხშირად კარგად გადაიტანება.

რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის სითხის შევსება.

დიარეის დროს ბავშვი კარგავს არა მხოლოდ წყალს, არამედ ელექტროლიტებსაც. ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის და საჭიროა ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები. მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად მიწოდებული სითხე-საუკეთესო დახმარებაა ნაწლავური ინფექციების დროს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი-ყველა დიარეა ანტიბიოტიკს არ საჭიროებს.

ბავშვთა ასაკში დიარეების დიდი ნაწილი ვირუსულია და ანტიბიოტიკი უფრო მეტად აზიანებს ნაწლავის ბუნებრივ მიკროფლორას, ვიდრე ეხმარება.

როდის გვჭირდება ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა?

თუ ბავშვი ვერ სვამს სითხეს, აქვს ძლიერი ძილიანობა, პირის გამოშრობა, ჩაცვენილი თვალები, სისხლიანი განავალი, ძლიერი მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ასაკით ძალიან პატარაა-შეფასება აუცილებელია.

დიარეა ბავშვთა ასაკში ხშირია და უმეტეს შემთხვევაში სწორ მოვლას კარგად ექვემდებარება,ხოლო ყურადღება, სითხე და მოთმინება-მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია“,- წერს ექიმი.

FacebookTwitter
TAGGED:„ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

კვლევა - ადამიანის ორგანიზმში ათასობით ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომლებიც კონტაქტში შედის საკვების შეფუთვაში
Uncategorized

კვლევა – ადამიანის ორგანიზმში ათასობით ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომლებიც კონტაქტში შედის საკვების შეფუთვაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიკროპლასტიკები ადამიანის ტვინში – ახალი კვლევის შემაშფოთებელი მიგნებები!
Uncategorized

მიკროპლასტიკები ადამიანის ტვინში – ახალი კვლევის შემაშფოთებელი მიგნებები!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მუნჟარო და სხვა ინექციები — რატომ ვერ იკლებენ ადამიანები წონაში
Uncategorized

მუნჟარო და სხვა ინექციები — რატომ ვერ იკლებენ ადამიანები წონაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
FDA ფარმაცევტული უსაფრთხოების შეტყობინება კომპაუნდირებული სამედიცინო პროდუქტის გამოწვევის გამო ბაქტერიული ენდოტოქსინის კონტამინაციის სილამაზის
Uncategorized

ბაქტერიული ენდოტოქსინებით დაბინძურების გამო კომპაუნდირებული გლუტათიონის პროდუქტის პარტია გაიწვია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?