By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ყველაზე გავრცელებული ალერგენები

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 24, 2025 11:34 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
ალერგიის ტესტირება - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს – საინფორმაციო ბუკლეტები
#post_seo_title
გაზიარება

ალერგია არის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქცია ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენს უწოდებენ.

ალერგიის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ცილას(ანტისხეულს), რათა ებრძოლოს ალერგენს. ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია. თუმცა, ზოგჯერ ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია.

რა არის ალერგენი?

ალერგენი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია:

მტვერი
ტარაკნები
შინაური ცხოველების ბეწვი, ბალანი, შარდი და ნერწყვი
ობი
ზოგიერთი საკვები, განსაკუთრებით რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, არაქისი, კაკალი და ზღვის პროდუქტები
მწერების შხამი, განსაკუთრებით ფუტკრის, კრაზანისა და ჭიანჭველის.
ლატექსი
ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები.
რესპირატორული ალერგია
რესპირატორული ალერგია ვრცელდება ჰაერში არსებული ნივთიერებების შესუნთქვის შედეგად. ეს ნივთიერებებია: ყვავილის მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვის ნაწილაკები, მტვერი, სოკოს სპორები და ა.შ. რესპირატორულ ალერგია აერთიანებს ალერგენებს – მუდმივი ალერგენები და სეზონური ალერგენები. მუდმივ ალერგენებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხოლო სეზონური ალერგენები სეზონური ალერგიის დროს იჩენენ თავს.

რესპირატორული ალერგიის სიმპტომებია:

გამონადენი ცხვირიდან.
გაჭედილი ცხვირი.
ცხვირის ქავილი.
ცემინება.
თვალების ქავილი.
ცრემლიანი თვალები.
თუ გაქვთ ასთმა, ამ ტიპის ალერგიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს თქვენი სიმპტომები, მათ შორის ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა.

მუდმივი ალერგენები:

შინაური ცხოველები. შინაური ცხოველების ალერგენები მოიცავს გარკვეულ ცილებს ცხოველის ბეწვში, კანში (ბალანი), შარდში და ნერწყვში.
მტვრის ტკიპები. მტვრის ტკიპა პატარა, ობობების მონათესავე სახეობაა. ის ძალიან პატარაა, რომ თვალით დაინახოთ. ტკიპები ცხოვრობენ მტვერში და საოჯახო ნივთების ბოჭკოებში, როგორიცაა ბალიშები, ლეიბები, ხალიჩები.
ტარაკნები. ტარაკნის ფეკალიების, ნერწყვის, კვერცხებისა და მკვდარი სხეულის ნაწილების ცილებს შეუძლია გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
ობი. ობს აქვს სპეციფიკური სპორები, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, როგორც მტვერი.
სეზონური ალერგია
ალერგიის სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა. ალერგია, რომელიც გეწყებათ ყოველწლიურად მსგავს დროს (სეზონური ალერგია), ჩვეულებრივ გამოწვეულია ხეების, ბალახისა და სარეველების მტვრით. უმეტესი ხე მტვერს გაზაფხულზე გამოყოფს. გვიან გაზაფხულზე ამოდის ალერგიის გამომწვევი ბალახი, ხოლო სარეველები – გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ზოგჯერ სხვადასხვა სეზონური ალერგია ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხეები ადრე გამოყოფენ მტვერს ან როცა წვიმიანი გაზაფხული იწვევს მეტი მცენარისა და ობის ზრდას. ამიტომ, იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, რა მცენარეები იზრდება თქვენს ახლოს და რა იწვევს თქვენს ალერგიას, შესაძლოა გქონდეთ ერთი გრძელი სეზონური ალერგია წელიწადში.

ალერგიის სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს სასუნთქ გზებზე, სინუსებსა და ცხვირის არეებზე, კანზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ალერგიული რეაქციები განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, ალერგიას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.

ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თივის ცხელება, შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

ცემინება
ცხვირის, თვალების ან სასის ქავილი
გამონადენი, გაჭედილი ცხვირი
ცრემლიანი, გაწითლებული ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)

მედიკამენტური მკურნალობა:

ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს სხვადასხვა მედიკამენტური საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტებია:

ანტიჰისტამინური პრეპარატები:ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას, რომელიც გამოიყოფა ალერგიული რეაქციის დროს და იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი და გამონაყარი. ხელმისაწვდომია როგორც რეცეპტის გარეშე, ასევე რეცეპტით.
ცხვირის სპრეი კორტიკოსტეროიდები: ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას და შეშუპებას, ეფექტურია ცხვირის გაჭედვისა და სხვა ცხვირის სიმპტომების დროს. საჭიროა ექიმის დანიშნულება.
თვალის წვეთები:ამცირებს თვალების ქავილს, სიწითლეს და ცრემლდენას. არსებობს როგორც ანტიჰისტამინური, ასევე სხვა ტიპის თვალის წვეთები.
დეკონგესტანტები: ამცირებს ცხვირის შეშუპებას, მაგრამ არ არის რეკომენდებული მათი ხანგრძლივი გამოყენება.
ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (იმუნოთერაპია): ეს არის გრძელვადიანი მკურნალობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის მგრძნობელობის შემცირებას კონკრეტული ალერგენების მიმართ. იგი მოიცავს ალერგენის მცირე დოზების რეგულარულ შეყვანას, რაც თანდათანობით ავარჯიშებს იმუნურ სისტემას. იმუნოთერაპია შეიძლება იყოს ეფექტური ალერგიის მძიმე ფორმების დროს.

სახლის გარემოს კონტროლი:

სახლის შიგნით სუფთა და ალერგენებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა მნიშვნელოვნად ამცირებს ალერგიის სიმპტომებს:

რეგულარულად გაასუფთავეთ სახლი: ნესტიანი წესით, რათა თავიდან აიცილოთ მტვრის აფრქვევა. გამოიყენეთ მტვერსასრუტი HEPA ფილტრით, რომელიც ეფექტურად იჭერს მცირე ზომის ალერგენებს.მოერიდეთ ხალიჩებსა და რბილ ავეჯს: რომლებიც მტვრისა და ალერგენების დაგროვების წყაროა. თუ ეს შეუძლებელია, რეგულარულად გაასუფთავეთ ისინი სპეციალური საშუალებებით.შეინარჩუნეთ ოპტიმალური ტენიანობა: სახლში. ზედმეტმა ტენიანობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ობისა და ტკიპების გამრავლებას, რომლებიც ასევე ალერგენებია. გამოიყენეთ ჰაერის გამაშრობი, თუ ტენიანობა მაღალია.გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი: HEPA ფილტრით, რომელიც ეფექტურად აშორებს ჰაერიდან მტვერს, მტვრის ტკიპებს, ცხოველების ბეწვს და სხვა ალერგენებს.მოერიდეთ შიდა მცენარეებს: ზოგიერთმა შიდა მცენარემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები მგრძნობიარე ადამიანებში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ყველაზე გავრცელებული ალერგენები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

 თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 
შენი ექიმი

რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ნევროლოგიურ პრობლემებზე | როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეული თავბრუსხვევა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

სასარგებლო ინფორმაცია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“ - ჰიპოკრატეს რჩევები
შენი ექიმი

„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“ – ჰიპოკრატეს რჩევები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ექიმები ჯანმრთელობისთვის მიყენებულ სერიოზულ ზიანსა და მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი მცირეწლოვნებზე კეთდება
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ექიმები ჯანმრთელობისთვის მიყენებულ სერიოზულ ზიანსა და მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი მცირეწლოვნებზე კეთდება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?