ფლუროზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება, რაც გამოწვეულია ორგანიზმში მუდმივი ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შედეგად.
სიმპტომები
· ემალზე შტრიხების გაჩენა;
· ემალზე თეთრი ლაქების გაჩენა;
· ემალის გაყვითლება;
· კბილებზე ეროზიის გაჩენა;
· ემალის გარდა ზიანდება კბილის მყარი ქსოვილები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის პირის ღრუს ზოგადი დათვალიერება.
მკურნალობა
· კბილების გათეთრება;
· რემინერალიზირებადი თერაპია;
· კბილების რესტავრაცია;
· ორთოპედიული მკურნალობა.
რისკის ჯგუფი
· 4 წლამდე ბავშვები;
· ადამიანები, რომელბიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ადგილებში, სადაც წყალში მაღალი ფტორის შემცველობაა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმში შემავალი ფტორის კონტროლი;
· ფტორის შემცველი კბილის პასტებზე უარის თქმა;
· რაციონალური კვების ქონა;
· წელიწადში 1-2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.
ფლუოროზი — სიმპტომები
სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.
იხილეთ ასევე: თვალი, ყურ-ცხვირ-ყელი, პირის ღრუ
რომელ ექიმს მივმართოთ
სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.


