By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე ჯანსაღი ფილტვები – ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 19, 2025 4:40 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ინტერნაციონალური ახალი კვლევა ავლენს ფილტვის ადენოკარცინომის უჯრედებში ენერგეტიკული გზების ცვლილებას ადრეული სტადიებიდან პროგრესირებულამდე
#post_seo_title
გაზიარება

 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) პრევენციას და მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც იწვევს ქოშინს და  ქრონიკულ ხველას, რასაც თან ახლავს ნახველის ქრონიკული გამოყოფა.

ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით. იგი სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზია გლობალურად და ძალზე გავრცელებულია დაბალი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში. ფქოდით დაავადების მთავარ რისკის ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს კვამლით, სხვა ტოქსიური შესასუნთქი ნაწილაკებით და აირებით ექსპოზიაცია, თუმცაღა ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ნაყოფისა და ახალშობილის ფილტვის ქსოვილის განვითარების დარღვევებს შეუძლიათ გაზარდონ ფქოდის რისკი მოგვიანებით ასაკში.  

             ფქოდის მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ყოველი წლის ნოემბერში. ფქოდის მსოფლიო  დღის აღნიშვნის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდის შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების პრეზენტაცია მსოფლიოში. წელს უკვე მეოცედ აღინიშნება ფქოდის მსოფლიო  დღე და იგი ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბერს. წლევანდელი თემა, „ჯანსაღი ფილტვები – არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, იმის ხაზგასმაა, რომ ფქოდის ავადობის ტვირთი არსად არ გამქრალა და COVID 19-ის პანდემიის პირობებშიც ფქოდი კვლავ რჩება სიკვდილის წამყვან მიზეზად მსოფლიოში. კამპანიის მიზნია, ხელი შეუწყოს ფილტვების სიჯანსაღეს იმის ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, სამედიცინო პროვაიდერებთან რეგულარული შემოწმება, მავნე ექსპოზიციების შემცირება, სწორი კვება და მედიკამენტების მიღება დანიშნულებისამებრ.

ფქოდის ავადობის ტვირთის შესამცირებელი ინიციატივები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით და მოიცავს: მწეველობის შეწყვეტის პროგრამებს, ოთახშიდა და გარემოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და დამაზიანებელი ფაქტორების კვლევას ბავშვთა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს ფქოდისგან განკურნების საშუალება, დაავადების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს ფქოდის საწინააღმდეგო ქმედებანი სხვადასხვა ინდივიდების მიერ მრავალი ტიპის დაწესებულებებში. დამქირავებლებს შეუძლიათ დაამკვიდრონ უვნებელი გარემო თავისუფალი სუნთქვისათვის, მოქალაქეებს შეუძლიათ ფხიზლად იდგნენ ჰაერის სისუფთავის სადარაჯოზე, პაციენტებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ ადვოკატირება გაუწიონ მეტი კვლევების ჩატარებას და პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებას პულმონური რეაბილიტაციისა და მენტალური სერვისების მოცვით. ამას გარდა ჯანდაცვის პროვაიდერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს ერთობლივად შეუძლიათ იმუშაონ, რათა გაამჯობესონ ხელმისაწვდომობა სპირომეტრიაზე, აუცილებელ მედიკამენტებზე და სხვა მკურნალობაზე, ტელემედიცინის ჩათვლით და სხვა ტიპის ხელმისაწვდომობით მოშორებულ ადგილებში მყოფი პაციენტებისათვის.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD) კომიტეტი მოუწოდებს ყველას მონაწილეობა მიიღონ ფქოდის მსოფლიო  დღის აღნიშვნაში. მეტი ინფორმაცია GOLD-ის და ფქოდის მსოფლიო  დღის შესახებ შეიძლება მოძიებული იქნას აქ – www.goldcopd.org .

 

აქტივობები:

 ცნობადობის გაზრდა

უზრუნველყავით ფქოდის მსოფლიო  დღის საჯაროობა პოსტერების, ბილბორდების ან სხვა აქტივობების საშუალებით და გააზიარეთ სოციალურ მედიაში. წაახალისეთ ფქოდის ტვირთის მქონე ადამიანები, რათა გაუზიარონ სხვებს თავიანთი გამოცდილება თუ რა ნაბიჯები გადადგეს ჯანსაღი ფილტვების შენარჩუნებისათვის.

ცოდნის გაზიარება

ორგანიზება გაუკეთეთ ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, სადაც განიხილავენ ფქოდის დიაგნოსტირებისა და მართვის ბოლო სტრატეგიებს, რათა დანერგონ GOLD-ის გაიდლაინები თავიანთ კლინიკებში. მოაწყვეთ ცხელი ხაზი პაციენტებისათვის, ვისაც აინტერესებს პულმონური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა, თერაპიის საკითხები, მენტალური ჯანმრთელობის სერვისები ან ფქოდის მქონე პაციენტთა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

ტვირთის შემცირება

ჩაატარეთ ღია კარის დღე ან ფქოდის კლინიკაში უფასო მიღება ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში, რათა გამოავლინოთ რისკის მქონე პაციენტები თქვენს რეგიონში. ჩაატარეთ საგანმანათლებლო საქმიანობა ისეთი რიკის ფაქტორების შემცირებაზე, როგორიცაა: თამბაქოს მოხმარება, ბიომასის საწვავის მოხმარება, ჰაერის დაბინძურება და მტვრისა და კვამლის  პროფესიული ექსპოზიციები. წაახალისეთ ფქოდის მქონე პაციენტები, იმისათვის რომ მისწერონ წერილები ადგილობრივ მთავრობებს ფქოდის მსოფლიო  დღის შესახებ და ლობირება გაუწიონ ფქოდის ნაციონალური პრიორიტეტის მქონე დაავადებად გადაქცევას, რათა შემცირდეს დაავადების ტვირთი და ჰოსპიტალიზაცია.

ჯანსაღი ფილტვები

ასწავლეთ ფქოდის მქონე პაციენტებს, რომ მათ სხვადასხვა საშუალებებით შეუძლიათ თავიანთი დაავადების კონტროლი და ფილტვების სიჯანსაღის ხელშეწყობა. ეს მოიცავს: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას,  ჯანსაღად კვებას, პულმონურ რეაბილიტაციაში ჩართვას, და რიკის ფაქტორების შემცირებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:სხვაფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე ჯანსაღი ფილტვები - ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

ძალიან ძლიერი საშუალება, რომელიც მოგიხსნით ცხვირიდან გამონადენს, სინუსიტს და დაგავიწყებთ ხველას!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კონტაქტური ლინზები
შენი ექიმი

რამდენ ხანს ძლებს თვალშიდა ლინზა? – გაიგეთ ყველაფერი მისი ხანგრძლივობისა და მოვლის შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
ენციკლოპედია

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აცერი და დაიცავი
ენციკლოპედია

ვაქცინის შესახებ – ვაქცინაციის ისტორია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?