By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

რისკის შემცირება შესაძლებელია – მოწევას კატეგორიული უარი – რა არის ფილტვის კიბო

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 21, 2024 12:09 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
რა არის ფილტვის კიბო
ფილტვის კიბოს პრევენციის ახალი ეპოქა: სისხლის ანალიზი, რომელიც დაავადებას 5 წლით ადრე პროგნოზირებს და დიეტა, რომელიც რისკს მესამედით ამცირებს
გაზიარება

რა არის ფილტვის კიბო

  • ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, განპირობებული ფილტვის ქსოვილის გადაგვარებით, როცა ხდება მისი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა-გამრავლება;
  • ფილტვის კიბო მსოფლიოში სიხშირით მეორე სიმსივნური დაავადებაა ქალებსა და კაცებში,  კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის სტატისტიკით კი პირველ ადგილზეა.

ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90% თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. დაავადების რისკი იზრდება ყოველდღიურად მოწეული სიგარეტის რაოდენობისა და წლების მიხედვით. მეცნიერთა აზრით, ჩასუნთქული სიგარეტის კვამლი, რომელიც შეიცავს კანცეროგენებს, აზიანებს ბრონქისა და ფილტვის ამომფენ უჯრედებს და იწყება ფილტვის ქსოვილის გადაგვარება.

თავდაპირველად, შესაძლოა ორგანიზმი ახერხებდეს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, თუმცა, დროთა განმავლობაში და სიგარეტის ხანგრძლივი მოხმარებისას, მატულობს ფილტვის უჯრედების დაზიანების შეუქცევადი  პროცესის ალბათობა სიმსივნური უჯრედის ჩამოყალიბებით.

ფილტვის კიბოს განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებია:

პასიური მწეველობა
სხივური თერაპია
რადონის აირის ზემოქმედება
აზბესტი და სხვა კანცეროგენები
ფილტვის კიბოს ოჯახური ანამნეზი

ასაკთან ერთად ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობაც იზრდება. ფილტვის კიბოს მქონე 3-დან 2 პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა.

არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ტიპი:

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო – თითქმის ყოველთვის ქრონიკულ მწეველებში ვითარდება და უფრო იშვიათია, ვიდრე სიმსივნის არაწვრილუჯრედოვანი ფორმა.
  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო – აერთიანებს ფილტვის კიბოს შემდეგ ქვეტიპებს: ფილტვის ადენოკარცინომას, ფილტვის ბრტყეულუჯრედოვან და მსხვილუჯრედოვან კიბოს.

ამ ტიპებს ახასიათებს სხვადასხვაგვარი ზრდა და, შესაბამისად, მკურნალობაც განსხვავებულია. უფრო მეტად გავრცელებულია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო.

ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე თითქმის სიმპტომების გარეშეა. კლინიკურად საყურადღებო ჩივილები ვლინდება  უკვე  დაავადების გვიან სტადიაზე. ფილტვის კიბო პირველადი კერიდან შესაძლოა გავრცელდეს პლევრაზე, ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში, მაგალითად: მეორე ფილტვში, თავის ტვინში. სიმსივნის სხვა ორგანოებში გავრცელებით სახეზეა ფილტვის მეტასტაზირებული ფორმა.

სიმპტომები

ექიმთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს ნებისმიერი შემაწუხებელი ან ქრონიკული ჩივილის დროს.

ფილტვის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია: 

ქრონიკული ხველა
სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები
სისხლიანი ნახველი
სუნთქვის უკმარისობა/ქოშინი
ხმის ტემბრის ცვლილება
ტკივილი გულმკერდის არეში

Პრევენცია

არ არსებობს ფილტვის კიბოსაგან გარანტირებულად დაცვა, თუმცა შესაძლოა რისკის შემცირება: თამბაქოს მოხმარებას -კატეგორიული უარი! 

ნუ მოწევთ!
თუკი ხართ მწეველი, შეწყვიტეთ!
მოერიდეთ თამბაქოს კვამლს
შეამოწმეთ საცხოვრებელ სახლში რადონის დონე
მიირთვით ხილი და ბოსტნეული
იყავით ფიზიკურად აქტიური

სკრინინგი

ჩაიტარეთ ფილტვის კიბოს სკრინინგი, თუ გაქვთ დაავადების განვითარების მაღალი რისკი. ასეთია:

  • ქრონიკული მწეველები (დღეში 20 ღერი სიგარეტი 30 წლის განმავლობაში);
  • ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში;
  • ადამიანები 55-74 წლის ასაკში.

კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” შესაძლებელია ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება. ფილტვის კიბოს სკრინინგით დაავადების ადრეულ სტადიაზე (სიმპტომების გამოვლინებამდე) დადგენა შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია, რაც პოტენციურად განმკურნავია.

ფილტვის კიბოს სკრინინგში ერთადერთი რეკომენდებული გამოკვლევა დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიაა. აღნიშნული კვლევის დროს პაციენტი წევს მაგიდაზე და მოწყობილობა იყენებს გამოსხივების დაბალ დოზას ფილტვების გამოსახულების მისაღებად.

Contents
  • რა არის ფილტვის კიბო
      • სიმპტომები
      • Პრევენცია
    • სკრინინგი
    • ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”
    • დიაგნოსტიკა
    • მკურნალობა

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”

დიაგნოსტიკა

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკური კვლევებია:

  • რადიოლოგიური გამოკლვევები: ამ კვლევის დროს ხდება პაციენტის ფილტვებისა და შუასაყრის ორგანოების დეტალიზებული გამოსახულების მიღება. ასეთია:
    • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
    • Მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
    • Პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით (PET-CT)
    • გულმკერდის რენტგენოგრაფია

სადიაგნოსტიკო პროცედურებში, ასევე, შედის:

  • ბიოფსია – პროცედურა გულისხმობს ექიმის მიერ ნემსით ფილტვიდან სიმსივნური ქსოვილის მცირე ნაწილის აღებას;
  • ბრონქოსკოპია – ამ დროს წვრილი, კამერიანი მილით პირის ღრუდან ხდება სასუნთქი გზების დათვალიერება და, საჭიროებისამებრ,  ბიოფსიაც;
  • მედიასტონოსკოპია – განაკვეთი კეთდება კისრის ქვედა ნაწილში, ჭრილობიდან სპეციალური ენდოსკოპიური მოწყობილობით ხდება შუასყრის მიდამოს დათვალიერება და ბიოფსიური მასალის აღება;
  • ნახველის ციტოლოგიური შესწავლა;
  • ბიოფსიური მასალის პათომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.

მკურნალობა

ფილტვის კიბოს მკურნალობის სახეებია:

  • ქირურგიული (როგორც კლასიკური, ასევე, ნაკლებინვაზიური ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით)
  • სხივური
  • წამლისმიერი (მოიცავს ქიმიო, იმუნო და ტარგეტული პრეპარატებით მკურნალობას)

Პრაქტიკაში ხშირად ხდება მათი კომბინაციის გამოყენება.

  • მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურები  ;
  • ინტერვენციული პულმონოლოგია;
  • ინდივიდუალიზირებული ქიმიოთერაპია;
  • ინოვაციური თერაპიები, როგორებიცაა იმუნოთერაპია და ეპიგენეტიკური მკურნალობა ;
  • დამიზნებითი სხივური თერაპია.

ფილტვის კიბოს დიაგნოზისა და სტადიის დადგენის შემდეგ კლინიკური ონკოლოგის მიერ მოწვეული კონსილიუმი (ქირურგი, რადიოლოგი, მორფოლოგი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტიც) განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას და მულტიდისციპლინური მიდგომით დაიგეგმება მკურნალობა.

ფილტვის კიბოს მკურნალობა განსხვავდება სიმსივნის ტიპისა და გავრცელების მიხედვით. ფილტვის არაწვრილუჯრედული ფორმის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ოპერაციულ ჩარევას, ქიმიო და იმუნურ თერაპიას, სხივურ თერაპიას ან ტარგეტულ მკურნალობას. ასევე, შესაძლებელია ამ მეთოდების კომბინაციაში გამოყენებაც.  რაც შეეხება ფილტვის წვრილუჯრედოვან ფორმას, მის სამკურნალოდ  უპირატესად გამოიყენება ქიმიო, იმუნო და სხივური მკურნალობა.

კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” სიმსივნის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედიან: 

  • კლინიკური ონკოლოგები
  • პულმონოლოგები
  • მორფოლოგები
  • ქირურგები
  • რადიაციული ონკოლოგები
  • რადიოლოგები

მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მუშაობა აუცილებელია მეტად ინდივიდუალიზირებული მკურნალობის შერჩევისათვის, ასევე, გვერდითი მოვლენების უკეთ მართვისა და მკურნალობის კომბინაციისათვის. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, სიმსივნის გავრცელებასა და მის ტიპს.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა უარი თქვას მკურნალობაზე. მაგალითად, თუ ფიქრობს, რომ გვერდითი მოვლენები აჭარბებს მკურნალობის ეფექტურობას. ასეთ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამხმარე მედიკამენტები და სიმპტომური მკურნალობა.

წყარო:

#drpkhakadze

FacebookTwitter
TAGGED:რისკის შემცირება შესაძლებელია - მოწევას კატეგორიული უარი - რა არის ფილტვის კიბო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

“ჩუმი” დაავადება, რომელიც არ იკურნება“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფიზიკური აქტივობა-გული
შენი ექიმი

ფიზიკური აქტივობა კიბოს მკურნალობაში — ახალი სტანდარტი კოლორექტალური კიბოსთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
შენი ექიმი

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

ახალი კავშირი აუტიზმსა და პირის ღრუს ბაქტერიებს შორის – მეცნიერება არ ჩერდება!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?