By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს – ექიმის საყურადღებო რჩევა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 13, 2026 8:31 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ინფექცია ძირითადად ფილტვებში ხვდება, თუმცა სისხლისა და ლიმფის საშუალებით სხვა ორგანოებშიც გავრცელდება, მათ შორის რეპროდუქციულ სისტემაში. სიმპტომები მოიცავს ხველას, სიცხეს, ოფლიანობას, წონის კლებას და სისუსტეს. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან დროული მკურნალობა ორგანიზმის დაზიანების რისკს ამცირებს. თუმცა, რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამიტომ, უშვილობის მიზეზების გამოკვლევისას აუცილებელია უროგენიტალური ტუბერკულოზის გამორიცხვა.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #შენიექიმი #რომელიცშეიძლება #უსიმპტომოდმიმდინარეობდესექიმისსაყურადღებორჩევა

ტუბერკულოზი (TB) არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium tuberculosis. ის ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება სხეულის სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.

ტუბერკულოზი ძირითადად ჰაერით ვრცელდება. როდესაც ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ჰაერში შეიძლება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები გავრცელდეს.

ის არ გადადის:

  • ხელის ჩამორთმევით;
    ჩახუტებით;
    საერთო ჭურჭლის გამოყენებით;
    ტანსაცმლით ან საკვებით.

ზოგჯერ, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მისი სიმპტომებია:

  • ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება
  • ხანგრძლივი სიცხე
  • ღამის ოფლიანობა
  • წონის კლება და მადის დაკარგვა
  • სისუსტე და დაღლილობა
  • გულმკერდის ტკივილი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველი;

პულმონოლოგ-ფთიზიატრის, კახა ვაჭარაძის თქმით, დღეს არსებობს აბსოლუტურად ყველა ორგანოს ტუბერკულოზი, გარდა თმისა და ფრჩხილებისა.

სწორედ ამიტომ, უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად ტუბერკულოზიც სახელდება.

„ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია ყველაზე ხშირად ფილტვებში ხვდება და მას აზიანებს. თუმცა, სისხლისა და ლიმფის საშუალებით, ის შესაძლოა ორგანიზმის სხვა სისტემებშიც გავრცელდეს, მათ შორის, საშარდე და რეპროდუქციულ სისტემებში, რასაც უროგენიტალური ტუბერკულოზი ეწოდება.

მისი მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დაავადება წლების განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტმა შეიძლება ამ ინფექციის შესახებ არაფერი იცოდეს და მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როდესაც უშვილობის მიზეზების სრულფასოვან გამოკვლევას იწყებს. ძირითადი სიმპტომები შეიძლება იყოს ხანგრძლივად დაბალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, ღამის ოფლიანობა, ზოგჯერ ყრუ ტკივილი მენჯისა და წელის არეში და შარდვის დარღვევები.

ქალების შემთხვევაში, ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ფალოპის მილები და საშვილოსნოს შიგნითა გარსი, რის გამოც დაორსულება რთულდება. მამაკაცებში კი ზიანდება სათესლე ჯირკვლის დანამატები, პროსტატა და სათესლე ბუშტუკების სადინრები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სპერმატოზოიდების გადაადგილებას და დააქვეითოს რეპროდუქციული ფუნქცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა ორგანოების დაზიანების რისკს ამცირებს, თუმცა რეპროდუქციული ფუნქციის სრულად აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება და დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

მაგალითად, თუ ფალოპის მილები შეუქცევადადაა დაზიანებული, ინ ვიტრო განაყოფიერება დაორსულების ალტერნატიულ გზად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია ძირითადად ფილტვებს აზიანებს, არის შემთხვევები, როდესაც ის ორგანიზმში ისე ხვდება, რომ ფილტვს არ აზიანებს და პირდაპირ რეპროდუქციულ სისტემაში ვლინდება. ამიტომ, უშვილობის მიზეზების კვლევისას, აუცილებელია სხვა პრობლემებთან ერთად უროგენიტალური ტუბერკულოზის დიაგნოზის გამორიცხვაც“, – განაცხადა „ნამდვილი ექიმების“ წამყვანმა, კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა.

ვრცლად ↓

FacebookTwitter
TAGGED:რომელიც შეიძლებაუსიმპტომოდ მიმდინარეობდეს - ექიმის საყურადღებო რჩევაუშვილობის ერთ-ერთი მიზეზი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
შენი ექიმი

ბავშვთა ფსიქოლოგიის კვლევები მიუთითებს, რომ ოჯახური გარემო ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია – 7 შეცდომა, რომელსაც მშობელი შვილთან ყველაზე ხშირად უშვებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ქმრები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე მეუღლეებს კოცნიან, 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ
შენი ექიმი

რომელი ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტი გადადის კოცნით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გოგონა სმენის დაქვეითებით დაიბადა - სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 6.5%-8.1% აქვს სმენის დაქვეითების რაიმე ფორმა
შენი ექიმი

გოგონა სმენის დაქვეითებით დაიბადა – კოხლეარული იმპლანტის გამოყენებით, ლიზი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, წარჩინებით სწავლობს, ცეკვავს, მღერის და უკვე მასწავლებლობაზე ოცნებობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბროწეულის წვენი ასუფთავებს არტერიებს, იცავს მათ ბლოკირებისგან
შენი ექიმი

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბროწეულის წვენი ასუფთავებს არტერიებს, იცავს მათ ბლოკირებისგან

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?