By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
მეცნიერებაშენი ექიმი

ტექნოლოგია, რომელმაც დიაგნოსტიკის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, გააუმჯობესა და ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 10, 2025 2:41 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო
#post_seo_title
გაზიარება

დღეს მედიცინა ისეთ ტემპში ვითარდებას, რომ ის, რაც ბუნებაში ჯერ კიდევ ახლახან  წარმოუდგენლად გვესახებოდა, უკვე ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი ხდება. ცვლილებების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ხელოვნური ინტელექტია — ტექნოლოგია, რომელმაც დიაგნოსტიკის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, გააუმჯობესა და ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

თანამედროვე ალგორითმები, განსაკუთრებით ღრმა ნერვულ ქსელებზე აგებული მოდელები, ზოგჯერ იმ დონის სიზუსტით მუშაობენ, რომ კონკრეტულ ამოცანებში ადამიანის შესაძლებლობებსაც კი აღემატებიან, მაგალითად, გამოსახულებებში სუსტი ან პათოლოგიური ნიშნების ამოცნობაში და დაავადებების განვითარების რისკის წინასწარ განსაზღვრაში.

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)**
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)

ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტი ექიმის როლის შემცვლელად ნამდვილად არ გვევლინება — ის მხოლოდ მხარდამჭერი მექანიზმია. საბოლოო გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა და კლინიკური ინტერპრეტაცია კვლავ ექიმის კომპეტენციად რჩება.

ხელოვნური ინტელექტი და ვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ანალიზი
სამედიცინო გამოსახულებები — იქნება ეს რენტგენი, MRI, CT თუ ულტრაბგერა — უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელია. ასეთი მონაცემების სწრაფი და ზუსტი დამუშავება საკმაოდ რთულია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, განსაკუთრებით კი კონვოლუციური ნერვული ქსელები, ეფექტიანად ცნობენ პათოლოგიურ ცვლილებებს: სიმსივნურ წარმონაქმნებს, ანომალიებს, ინფექციის მიმანიშნებელ ხარისხიან ცვლილებებს და სხვა დელიკატურ სიგნალებს. მართალია, ზოგჯერ ალგორითმი შეცდომასაც უშვებს, თუმცა მუდმივი სწავლის რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ამცირებს ისეთი პრობლემების რისკს, როგორიცაა ცრუ უარყოფითი პასუხები — მაგალითად, ძუძუს კიბოს სკრინინგისას ან ფილტვის მცირე კვანძების გამოვლენაში.

ამ ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადატვირთულ კლინიკებში, სადაც დროის დეფიციტი და ექიმის გადაღლილობა შეცდომის ალბათობას ზრდის.

პრეციზიული მედიცინა და პერსონალიზებული პროგნოზირება
ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება არა მხოლოდ დიაგნოსტიკაში, არამედ დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციებზე პროგნოზირებაშიც. ალგორითმები ლაბორატორიულ მონაცემებს, გენეტიკურ პროფილს, ცხოვრების წესს, ბიომარკერებსა და ვიზუალიზაციის შედეგებს აერთიანებს და ქმნის პროგნოზებს, რომლებიც ექიმს ეხმარება სწორად შეარჩიოს თერაპია. სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს პრეციზიულ მედიცინას — მკურნალობის მოდელს, რომელიც კონკრეტულ პაციენტს ერგება და არა ზოგად სტანდარტს.

ასეთი მიდგომა ზრდის თერაპიის ეფექტურობას, ამცირებს ზედმეტ დანიშნულებებს, არასასურველ რეაქციებს და ზოგავს ფინანსურ რესურსს.

კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა: მონაცემების ინტეგრაცია ერთ სისტემაში
თანამედროვე მედიცინა მრავალფეროვან მონაცემებზეა დამოკიდებული — გენეტიკური ტესტებიდან დაწყებული, კლინიკური ისტორიით, ლაბორატორიული ანალიზებითა და გამოსახველობით დამთავრებული. ამ ინფორმაციის სწრაფად წვდომა და გაერთიანება ხშირად რთულია. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემები ერთიანად აანალიზებენ ამ მონაცემებს და ექიმს სთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც ეყრდნობა უახლეს კვლევებსა და გაიდლაინებს.

ასეთი სისტემები რეალურ დროში აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას და ექიმს აფრთხილებენ შესაძლო გართულებებზე — მაგალითად, სეფსისის განვითარების საფრთხეზე, გულის უკმარისობის გაუარესებაზე ან წამლებს შორის საშიშ კომბინაციებზე.

ეთიკა, პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა
ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა გავრცელებამ მრავალი ეთიკური საკითხი წამოაყენა. საჭიროა მკაფიო წესები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, ალგორითმების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ალგორითმი არასწორ რეკომენდაციას გასცემს და ეს პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება.

მომავალი მედიცინა მოითხოვს სპეციალისტებს, რომლებიც ტექნოლოგიას გააზრებულად, კრიტიკულად და სიფრთხილით გამოიყენებენ.

სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო ინტენსიურად შევა კლინიკურ პროცესებში — არა როგორც ადამიანური რესურსის შემცვლელი, არამედ როგორც ძლიერი დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ექიმებს შესაძლებლობებს გაუფართოებს, დიაგნოსტიკას გააუმჯობესებს და პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.

რევოლუცია ჯანდაცვაში – მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო უკვე რეალობაა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:გააუმჯობესა და ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადარომელმაც დიაგნოსტიკის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარატექნოლოგია
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

„იანვარში გვექნება ვირუსული ინფექციების პიკი…“ – ივანე ჩხაიძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა არის ფილტვის კიბო
შენი დაავადებაშენი ექიმი

ფილტვის დაავადებებს ტკივილი ყოველთვის სდევს თან? პლევრიტის კლინიკური თავისებურებები და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ებრძოლეთ დიაბეტს ჯანსაღი წვენით, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქარის დონეს!
შენი ექიმი

ებრძოლეთ დიაბეტს ჯანსაღი წვენით, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქარის დონეს!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომელიც კოღოებს გადააქვთ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?