By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

სტრესი – ისწავლე, გაუმკლავდი სტრესს!

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივლისი 8, 2025 12:58 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
კვლევა - გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს
#post_seo_title
გაზიარება

სტრესი

ისწავლე, გაუმკლავდი სტრესს!
სტრესი ყოველდღიურობის ნაწილია  და ადამიანებიც სხვადახვაგვარად ვცდილობთ გაუმკლავდეთ მას. ზოგი ამისთვის საყვარელ მელოდიას, ან მეგობართან საუბარს მიმართავს, სხვისთვის ხსნა ცრემლებია… მწეველების უმეტესობისთვის კი სტრესთან გამკლავების „შეუცვლელი“ საშუალება მოწევაა.

დამეთანხმებით, სიგარეტი არაა ტრანქვილიზატორი, თუმცა მწეველთა უმეტესობა მას სწორედ მსგავს თვისებებს მიაწერს. ისინი ამტკიცებენ, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა და “ამშვიდებს,  აწყნარებს ნერვებს”. მეცნიერული კვლევების მიხედვით კი, სიგარეტი არათუ ხსნის სტრესს, არამედ  თვითონვეა ორგანიზმზე სტრესულად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი… მაგ, ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწეველებში სტრესის და დეპრესიის განვითარების ალბათობა ორჯერ მაღალია  არამწეველებთან შედარებით[i]. მიზეზი კი შემდეგია:

ერთის მხრივ, სიგარეტში შემავალი ნიკოტინის ზემოქმედებით ვიწროვდება სისხლძარღვები, მატულობს სისხლის წნევა, ხშირდება გულისცემა, მცირდება ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება – ამ რეჟიმში მუშაობა ორგანიზმისთვის ძლიერ სტრესულია. მაგრამ, ამ დროს, თამბაქოს აქტიურად მომხმარებლებთა შეგრძნებები საპირისპიროა, რადგანაც ნიკოტინი  ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებით, იწვევს სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში უჩნდება..

მეორეს მხრივ, მოწეულ ღერებს შორის შუალედში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების შედეგად, მატულობს დაძაბულობის და გაღიზიანებადობის შეგრძნება, რაც თავის მხრივ ორგანიზმზე ასევე სტრესულად მოქმედი ფაქტორია. ეს შეგრძნება ნიკოტინის მორიგი ულუფის მიღებისთანავე ქრება. ამგვარად, მწეველებს ნიკოტინი მუდმივად სჭირდებათ, რათა თავი ისევ კომფორტულად/ნორმალურად იგრძნონ. ამგვარად, მწეველის მიერ სწორედ ეს შეგრძნება აღიქმება, როგორც სიგარეტის დამამშვიდებელი ზემოქმედება.[ii] [iii]

სიგარეტთან დაკავშირებული ამ არასწორი წარმოდგენის გამო, ხშირად, მოზარდებს სიგარეტის მოხმარება პრობლემების მარტივად „გადაჭრის“ და სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ესახებათ. სამწუხაროდ, პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენებული ეს არაჯანსაღი მეთოდი  უფრო დიდი პრობლემების მიზეზი ხდება. მაგ, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტმა 25 წლიანი კვლევის შედეგებით ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებასა და  ნერვულ აშლილობებს შორის კავშირი დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ მოზარდები რომლებიც დღეში დაახლოებით 1 კოლოფს სიგარეტს ეწევიან, პანიკური აშლილობების და გენერალიზებული ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[iv]

როგორც ვხედავთ, არ ღირს, ყოველთვის ვენდოთ შეგრძნებებს – დროა, შევცალოთ არასწორი წარმოდგენები და ვისწავლოთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, რომლის შესახებაც მოგვიანებით, სხვა ბლოგში მოგიყვებით.

 

 

[i] http://psychcentral.com/lib/can-smoking-cause-depression/0007153

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iii] http://www.planetpsych.com/zPsychology_101/substance/smoking_stress.htm

[iv] http://archives.drugabuse.gov/NIDA_Notes/NNVol16N1/Smoking.html

#drpkhakadze #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:ნერვები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
შენი ექიმი

კვლევა: როგორ ამცირებს ადრე გაღვიძება დეპრესიის რისკს – მეცნიერების პასუხი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
2025 წლის 5 სამედიცინო მიღწევა, რომლებიც რეალურად ახანგრძლივებს სიცოცხლეს
მეცნიერებაშენი ექიმი

მეცნიერებმა მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნისკენ – შეიძლება თუ არა დაბერების პროცესის შებრუნება? Life Biosciences-მა ადამიანის გამაახალგაზრდავებელი ინექციების ტესტირება დაიწყო

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პატრიარქი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა - რა უთხრა პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს?!
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

პატრიარქი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა – რა უთხრა პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს?!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
ბლოგიშენი ექიმი

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროს: „მკვდარი სულებით“ ვაჭრობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?