By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება – პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 1, 2025 11:22 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება - პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება
გაზიარება

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება – სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც. 2026 წელს ნოჯიხევის, ჭითაწყარისა და მუხურის სოფლების მცხოვრებლები პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ამბულატორიებში მიიღებენ. მშენებლობა, უახლოეს მომავალში, დაიწყება ჯვარსა და საჩინოში. ახალი ამბულატორიის მოწყობა იგეგმება ოზურგეთის სოფელ მერიაში. საჩხერის სოფელ არგვეთში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებული ყურადღება კი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას ეთმობა, რაც დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის წინაპირობაა. მისივე განმარტებით, ამბულატორიების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები პრიორიტეტულად იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ყველაზე მწვავე აუცილებლობა არსებობდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება - პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

კვლევა: ეს ნიშნები ჩვენს მეტყველებაშიც შეიძლება იმალებოდეს - მეტყველებით შეიძლება გავიგოთ, განუვითარდება თუ არა მას ალცჰაიმერი
მეცნიერებაშენი ექიმი

ახალი იმედი ალცჰაიმერის მკურნალობაში! – 80 წლის ქალს მეტყველებისა და ყოველდღიური ფუნქციების შესამჩნევი გაუმჯობესება აღენიშნა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ზარმაცი თვალის ვარჯიშები მხედველობის გასაძლიერებლად - სრული გზამკვლევი
შენი ექიმი

როდის იწყება პრესბიოპია? – თქვენი მხედველობის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ეს არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევაა — ეს ნეირომეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია - გიორგი ფხაკაძე მეცნიერების ისტორიული მიღწევის შესახებ
შენი ექიმი

ეს არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევაა — ეს ნეირომეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია – გიორგი ფხაკაძე მეცნიერების ისტორიული მიღწევის შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?