By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
სიახლეებისხვა-ამბები

სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 17, 2026 6:09 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
#post_seo_title
გაზიარება

“სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს.

სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების და გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვის აუცილებლობაზე.
შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისთვის და ამ გამოწვევების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე. კვლევის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება, მათ შორის, როგორიცაა იშვიათი გენეტიკური დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი მედიკამენტების მისაწვდომობა.
სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მანდატთან დაკავშირებით. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა. ამ ფუნქციას სახალხო დამცველი, აპარატთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით ახორციელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგი დგება თავად მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული პრიორიტეტებისა და საკითხების შესაბამისად. საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების ჩამონათვალი, რაც მოწოდებული იქნა საბჭოს მოწვეული წევრების მხრიდან და იქნა განხილული სხდომის დროს, მოცემულია სხდომის შემდგომ საჯაროდ გავრცელებულ რელიზებში. ბოლო სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები, რომელიც გაიმართა 2025 წლის 24-25 დეკემბერს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: (https://tinyurl.com/2reja3hz)
მორიგი სხდომა დაგეგმილია 2026 წლის 21 აპრილს. საბჭოს მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული და სახალხო დამცველის მანდატში შემავალი არც ერთი საკითხის განხილვაზე, სახალხო დამცველს არასდროს უთქვამს უარი.
სახალხო დამცველი ითვალისწინებს საბჭოს მოწვეული წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში. სწორედ საკონსულტაციო საბჭოს მიერ დასახული პრიორიტეტების ფარგლებში, აპარატის მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებთან ერთად, სახალხო დამცველი მუშაობს შშმ პირთა ჯანდაცვის მისაწვდომობაზე (მზადდება სპეციალური ანგარიში), შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე (ვიზიტი განხორციელდა 78 ახლადაშენებულ და მშენებარე ობიექტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით – მზადდება ანგარიში), შეფასდა და საპარლამენტო ანგარიშში აისახა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების მდგომარეობა, შშმ პირთა მიზნობრივ სერვისებში არსებული პრობლემები, შშმ პირთა მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად ახორციელებს შესაბამისი დაწესებულებების მონიტორინგს, თუმცა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მანდატის გაძლიერების მიზნით, აპარატმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მოამზადა ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მონიტორინგის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის შეფასებისა და აქ არსებული კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველმა განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი ქვეყნის ყველა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (მზადდება ანგარიში).
ასევე გაცნობებთ, რომ მექანიზმის შემადგენლობაში არსებულმა მონიტორინგის ჯგუფმა, მრავალი წელია რაც განიცადა ცვლილება. ექსპერტების შერჩევა, ხდება ყოველ 2 წელიწადში, ღია კონკურსის გზით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სადაც ცალკეა გამოყოფილი შშმ პირთა უფლებრივი მიმართულება. საკონსულტაციო საბჭოსა და აპარატის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ხდება მონიტორინგის პროცესში ექსპერტების ჩართვა, შედეგად მზადდება მონიტორინგის ანგარიშები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება.” | ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
FacebookTwitter
TAGGED:ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს.როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვისსახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია “ბიოფარმა 2023” ჩატარდება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

„ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA – რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი – ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA“-მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?