By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
FactCheck

საფრთხის შემცველი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 2, 2026 2:02 am
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

საფრთხის შემცველი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში

გამოქვეყნდა ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის 2022 წლის ანგარიში. სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ. მონაცემები ყველასათვის ხელმისაწვდომია ვებსაიტზე https://ec.europa.eu/safety-gate/#/screen/home.

2022 წელს გამოვლენილი ყველაზე გავრცელებული საფრთხე იყო იმ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რომელსაც სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდა (შემთხვევების 35%). ამას მოსდევდა ფიზიკური დაზიანებისა (შემთხვევების 25%) და გაგუდვის საფრთხე (შემთხვევების 14%), რომელიც, როგორც წესი, უკავშირდება მცირეწლოვანი ბავშვებისათვის განკუთნილი სათამაშოებიდან, ან ტანსაცმლიდან პატარა ნაწილების მოძრობას, დაშლას, რომლებსაც ბავშვი პირში ჩაიდებს).

იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებშიც ყველაზე მეტი საფრთხეები იყო გამოვლენილი, მეორე წელია სათავეში უდგას სათამაშოები (შემთხვევების 23%) და ავტომობილები (შემთხვევების 16%). მათ მოსდევს კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები (შემთხვევების 10%), აგრეთვე, ელექტრომოწყობილობები (შემთხვევების 8%).

2022 წელს კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში გაცილებით მეტი საფრთხე გამოვლინდა, ვიდრე წინა წლებში. ეს გამოწვეული იყო დამატებითი ქიმიური ნივთიერებების აკრძალვით ევროკავშირში.

თუმცა, ასევე ნიშანდობლივია სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების – ფტალატების გადაჭარბებული ოდენობების ხშირი აღმოჩენა, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებს აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ კონტროლის მაღალი დონის მიუხედავად, ევროკავშირში პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი რეგულაციის გადახედვა იგეგმება. ახალმა რეგულაციამ უკეთ უნდა უპასუხოს ტექნოლოგიების განვითარებითა და ონლაინგაყიდვების გაზრდით გამოწვეულ რისკებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გასულ წელს ევროკომისიამ უკვე აამოქმედა ელექტრონული ზედამხედველობის ინსტრუმენტი, ე.წ. “web crawler”. მისი მეშვეობით ხდება ონლაინმაღაზიების მიერ შეთავაზებული საფრთხის შემცველი პროდუქტების გამოვლენა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სწრაფი განგაშის სისტემითაა გავრცელებული. გასული 6 თვის მანძილზე ამ ინსტრუმენტის მეშვეობით 616 ათასი ვებსაიტის ინსპექტირება მოხდა.

წყარო: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_23_1608.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაკავშირებით არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები და სახელმწიფო კონტროლი. მაგალითად, კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, ასევე, ელექტრომოწყობილობები კონტროლს არ ექვემდებარება.

სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი 2021 წლის შუიდან დაიწყო. თუმცა, კონტროლის მასშტაბები მცირეა. 2022 წელს ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე  მხოლოდ 110 ნიმუში შემოწმდა. 

გარდა ამისა, საქართველოში არ არის რეგლამენტირებული სათამაშოებში ბევრი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება, მათ შორისაა, ისეთი ფართოდ გავრცელებული ნივთიერებები, როგორებიცაა ფტალატები, რომელთა შესახებაც ევროკომისიის ანგარიშში იყო აღნიშნული.

წყარო
https://sheniekimi.ge/wp-content/uploads/2025/07/786-საფრთხის-შემცველი-პროდუქცია-ევროკავშირის-ქვეყნებში.mp4
FacebookTwitter
TAGGED:ევროკავშირისაფრთხის შემცველი პროდუქციაფაქტჩექიშენი ექიმი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ვერდიქტი: LiveGood Himalayan Shilajit & Organic Sea Moss – არ არის რეკომენდებული
FactCheck

ვერდიქტი: LiveGood Himalayan Shilajit & Organic Sea Moss – არ არის რეკომენდებული

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
FactCheckბლოგიშენი უფლებები

Herbalife Niteworks® საქართველოში არ არის რეკომენდირებული ❌️ გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
FactCheck

“ელიზაბეტ არდენის” საცხი ჯანმრთელობისათვის მავნე აღმოჩნდა

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
პულსი TV

რა შეიცვლება პაციენტთა საზღვარგარეთ მკურნალობისას, ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ გავხდებით

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?