By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
FactCheck

როგორ შევარჩიოთ და მოვიხმაროთ კოსმეტიკა?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 21, 2026 12:20 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

როგორ შევარჩიოთ და მოვიხმაროთ კოსმეტიკა?

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მრეწველობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, მომხმარებლები მუდმივად ვართ ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების რისკის  წინაშე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისტემატურად ხდება კოსმეტიკის ისეთი ნიმუშების გამოვლენა, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარებას, ან უკეთეს შემთხვევაში, ალერგიას იწვევს.

ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში, ვინაიდან აქ სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ არის დაწესებული. კოსმეტიკა, პირადი ჰიგიენის საშუალებები სწორედ ასეთი პროდუქციის რიცხვს განეკუთვნება. ჩვენი ინიციატივით ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოს მაღაზიებში ნაყიდ პარფიუმერია-კოსმეტიკის ნიმუშებში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა, რომლებიც ადამიანის ენდოკრინული სისტემის დაზიანებას უწყობს ხელს.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად თავად გამოვიჩინოთ სიფრთხილე კოსმეტიკური პროდუქციის მოხმარებისას.

პარფიუმერია-კოსმეტიკისაგან მომდინარე საფრთხეების ნაწილობრივ შესამცირებლად, გთავაზობთ დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ შემუშავებულ რამდენიმე მარტივ რჩევას:

1. კოსმეტიკურ პროდუქტებს შორის განსაკუთრებული სიფრთხილე ტუჩის საცხის მოხმარებისას გვმართებს. თუკი სხვა კოსმეტიკური პროდუქცია მხოლოდ კანთან მოდის შეხებაში, ტუჩის საცხს ადამიანი „ჭამს“ და, მასთან ერთად, სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, რომელსაც ტუჩის საცხი შეიძლება შეიცავდეს. ეს პროდუქტი, როგორც წესი, მინერალური ცხიმების გამოყენებით მზადდება, რომელთა ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

გერმანიის რისკის შეფასების ინსტიტუტი რეკომენდაციას იძლევა, რომ ტუჩის საცხებში მინერალური ცხიმების ოდენობა შეიზღუდოს. შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები კოსმეტიკის მწარმოებლებმაც შეიმუშავეს. თუმცა, ისინი ყოველთვის არ სრულდება. ეს დადასტურდა გერმანიაში, შვეიცარიაში, დანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით.

ასე რომ, გირჩევთ მაქსიმალურად შეზღუდოთ ტუჩის საცხების მოხმარება.

2. მისასხურებელი დეზოდორების გამოყენებისას, პაწაწინა წვეთები ჰაერში იფანტება და ჩვენ მათ ყოველ ჯერზე ჩავისუნთქავთ ხოლმე, ყველა იმ მავნე ნაწილაკებთან ერთად, რომლებსაც ისინი შეიძლება შეიცავდეს. ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია წასასმელი დეზოდორები, ან ლოსიონები მოვიხმაროთ.

3. სახის საცხების ნაწილი მზის სხივებისაგან დამცავ ნივთიერებებსაც შეიცავს, რომლებიც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე. მაშინ როდესაც მზეზე ყოფნა არ გიწევთ, ასეთი საცხების გამოყენება საჭირო არ არის. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი, აღწერილობა და თუ საცხს მზისგან დამცავი ფუნქციაც გააჩნია, ნუ გამოიყენებთ მას, როცა ეს არ გჭირდებათ.

4. კოსმეტიკა ალერგიის ხშირი გამომწვევიცაა. ეს განსაკუთრებით ეხება არომატულ ნივთიერებებს. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, თუ მასზე ნახავთ წარწერას „without perfume“, „perfume free“, „free of perfume“, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ შეიცავს არომატულ ნივთიერებებს.  

რაც შეეხება წარწერებს: „მგრძნობიარე“ („sensitive“) კანისთვის ან „ჰიპოალერგიული“ („hypoallergenic“) პირებისთვის, როგორც ევროპის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ეს წარწერები არ არის იმის გარანტია, რომ პროდუქტში არომატული ნივთიერებები არ შედის და ის ალერგიის გამომწვევი არ არის.

წარწერა „არ შეიცავს სინთეტიკურ არომატულ ნივთიერებებს“ („Free of synthetic perfume“) ასევე არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის. თუკი მასში ბუნებრივი არომატიზატორები შედის, ისინი ისევე შეიძლება იწვევდეს ალერგიას, როგორც ხელოვნური.

 

წყაროები:

  • https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/test-lipsticks-may-contain-perfume-mineral-oils-and-suspected-endocrine-disrupting
  • https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/test-these-chemicals-are-used-your-deodorant
  • https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/test-chemicals-face-creams
  • https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/test-chemicals-deodorants
  • https://kemi.taenk.dk/bliv-groennere/care-products-sensitive-skin-may-contain-allergenic-substances

კოსმეტიკისა, თუ სხვა არასასურსათო პროდუქციის შერჩევაში ასევე დაგეხმარებათ ჩვენი სტატია, რომელსაც იხილავთ ამ ბმულზე.

წყარო
FacebookTwitter
TAGGED:კოსმეტიკაფაქტჩექიშენი ექიმიშენი ფაქტჩექი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ევროკავშირის დირექტივა
FactCheckშენი ექიმიშენი პაციენტიშენი უფლებები

ევროკავშირის დირექტივა 2002/46/EC — დანამატებში გამოყენებული ვიტამინებისა და მინერალების ნუსხა (Annex II)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში
FactCheck

თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვერდიქტი: LiveGood Himalayan Shilajit & Organic Sea Moss – არ არის რეკომენდებული
FactCheck

ვერდიქტი: LiveGood Himalayan Shilajit & Organic Sea Moss – არ არის რეკომენდებული

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
FactCheckბლოგიშენი ექიმიშენი უფლებები

ერითრიტოლი საქართველოში არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?