By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
Uncategorized

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს – რჩევა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 17, 2025 12:10 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი
#post_seo_title
გაზიარება

ნაბახუსევის ანუ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შეგრძნებებია: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა, რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, რაც გაუწყლოვნებას იწვევს.

ნაბახუსევი – ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზია ის, რომ ღვიძლი დიდი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას ვერ ასწრებს, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება, აცეტალდეჰიდი, რომელიც უფრო ტოქსიკური ნივთიერებაა, ვიდრე სპირტი და ადამიანს შეუძლოდ ხდის.

როგორ ავარიდო თავი ნაბახუსევს?

სწორი, მაგრამ ფუჭი რჩევა ასეთია: არ დალიოთ. მაგრამ თუ სვამთ, მაშინ

– ყურადღება მიაქციეთ სასმელის რაოდენობას. ეს შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ სხვადასხვა სასმელს ან კოქტეილს სვამთ. ზოგიერთ ადამიანს სპეციალური მობილური აპლიკაციები ეხმარება – ისინი ითვალისწინებენ დალეული სასმელის რაოდენობას სპირტის ეკვივალენტში.

– შეეცადეთ ნორმას არ გადააჭარბოთ;

– გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნელა დათვრეთ; მაგალითად, სასმელთან ერთად რამე ჭამეთ;

– დალიეთ მეტი უალკოჰოლო სასმელი, მათ შორის იმისთვისაც, რომ გაუწყლოვანებას თავი აარიდოთ.

არსებობს მოსაზრება, რომ მუქი ფერის სასმელმა, რომელიც მინარევებს მოიცავს, რაც მას სპეციფიკურ ფერს და გემოს აძლევს, შეიძლება ნაბახუსევი დაამძიმოს. ზოგიერთი პატარა კვლევა ამ ჰიპოთეზას ადასტურებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ეთილის სპირტის მიღების მოცულობაზეა დამოკიდებული.

გრადუსი უნდა გავზარდო თუ შევამცირო?

სავარაუდოდ, გაზრდა უკეთესია. მაგრამ აქაც ყველაფერი ისევეა, როგორც მუქი ფერის სასმელების შემთხვევაში – ნაბახუსევის სიმძიმე დამოკიდებულია სპირტის რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით სვამდით სხვადასხვა სასმელს. არსებობს ვერსია, რომ „გრადუსის შემცირება არ შეიძლება“, მაგრამ ინგლისურ ენაში საპირისპირო წესია (Beer before liquor, never been sicker; liquor before beer, youʼre in the clear): იქ მიაჩნიათ, რომ არყის დალევა ლუდის დალევამდე სჯობს. კვლევები ცხადად არ ამბობს, თუ რომელი წესია მართალი. მაგრამ ზოგიერთი ექიმის აზრით, თუ სმას უფრო სუსტი ალკოჰოლური სასმელით ან სულაც უალკოჰოლო სასმელით დაიწყებთ (ან ალკოჰოლურ და უალკოჰოლოს ერთმანეთის მონაცვლეობით მიიღებთ), შედეგად ნაკლებს დალევთ და შესაბამისად ნაბახუსევი ისეთი მძიმე აღარ აღმოჩნდება.

როგორ დავეხმარო თავს ნაბახუსევს?

სამწუხაროდ, ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს: მეცნიერები ამ საკითხს დიდად არც სწავლობენ. ექიმების რჩევაა წვენების, სპორტული სასამელების, ბოსტნეულის სუპების მიღება, დასვენება და უბრალოდ მოცდა, ვიდრე ნაბახუსევი გაივლის.

წამლებიდან შეიძლება ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების მიღება თუ უკუჩვენება არ არის. მაგრამ პარაცეტამოლის მიღება არ ღირს. ექიმების თქმით, ალკოჰოლთან კომბინაციაში (ან ზედოზირებისას) მას იოლად შეუძლია ფულმინანტური ჰეპატიტის გამოწვევა, რომლის დროსაც მთავარი მკურნალობა – ღვიძლის გადანერგვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაბახუსევს თან ახლავს სისტემური ანთებითი რეაქცია, გამართლებულია იბუპროფენის მიღება – მისი ეფექტიანობა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის წინააღმდეგ შესწავლილი არ არის, მაგრამ ეს პრეპარატი თავის ტკივილს ხსნის და არ არის ისეთი სახიფათო, როგორც პარაცეტამოლი.

ცოტა ალკოჰოლის მიღება დამეხმარება?

გასტროენტეროლოგების თქმით, ჩვეულებრივ ადამიანს ეს ნაბახუსევს არ უშველის, უფრო პირიქით. მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად ალკოჰოლის დიდ დოზას მოიხმარენ, მართლაც გრძნობენ შვებას ნაბახუსევს ერთი ჭიქა სპირტიანი სასმლის მიღებით. ალკოჰოლური ინტოკსიკაციისას ამგვარი მოთხოვნილება „მოახლოებული ალკოჰოლიზმის“ ნიშანია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს - რჩევასხვა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ეკრანები და მეტყველების შეფერხება
შენი ექიმი

რა იწვევს თანამედროვე ბავშვებში მეტყველების დარღვევებსა და დასწავლის სირთულეებს – „დასწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ორჯერ გაიზარდა“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა არის ოვულაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ნაყოფიერებისთვის?
შენი ექიმი

რა არის ოვულაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ნაყოფიერებისთვის?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ლიმფური კვანძების გადიდება. პრევენცია – როგორ შევინარჩუნოთ ლიმფური სისტემა ჯანსაღად? - რა არის ლიმფური კვანძები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?
შენი დაავადებაშენი ექიმი

ლიმფური კვანძების გადიდება – როგორ შევინარჩუნოთ ლიმფური სისტემა ჯანსაღად? – რა არის ლიმფური კვანძები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სისხლჩაქცევები: რატომ ჩნდება, რაზე მიგვანიშნებს და როგორ ვუმკურნალოთ
მეცნიერებაშენი ექიმი

მეცნიერებმა შექმნეს მოლეკულა, რომელიც პარკინსონის პროგრესირების შენელების პოტენციალს ავლენს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?