By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
მეცნიერებაშენი ექიმი

რა აღმოაჩინეს იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 7, 2025 2:02 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები?
#post_seo_title
გაზიარება

ას წელს გადაცილებულ მოხუცებს 60 წლის ასაკიდან სისხლში შედარებით მცირე რაოდენობით აქვთ გლუკოზა, კრეატინინი და შარდმჟავა.

ამაზე ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური კვლევა მეტყველებს. შესაძლოა, მიგნებებმა ახალი სისხლის ანალიზის შექმნამდე მიგვიყვანოს, რომლითაც ადამიანებში დღეგრძელობის პროგნოზირებას შევძლებთ. ნაშრომი ჟურნალ GeroScience-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 44 500 შვედის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც სისხლის მოლეკულებთან დაკავშირებით იძლეოდა ინფორმაციას. ცდისპირებმა კლინიკური შემოწმება 1985-1996 წლებში გაიარეს; შემდეგ მათ 2020 წლამდე აკვირდებოდნენ.

მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება 1893-1920 წლებში დაბადებულ ხალხზე გაამახვილეს, რომლებიც სისხლის ნიმუშების პირველი შემოწმებისას 64-99 წლისანი იყვნენ. ამის შემდეგ მკვლევრებმა მათ მიახლოებით 100 წლამდე მისდიეს.

ცდისპირებისგან 100 წელს 1200-მა ადამიანმა მიაღწია, რაც მათი საერთო რაოდენობის 2.7%-ს უდრის. მკვლევრებმა მათი მონაცემები იმ ხალხისას შეადარეს, რომლებიც უფრო ახალგაზრდები იყვნენ.

შედეგად 12 სისხლის მოლეკულა გამოვლინდა, რომლებსაც მეტაბოლიზმთან, ანთებასთან, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციონირებასთან აქვს კავშირი. საგულისხმოა, რომ წინა კვლევებით ეს ნივთიერებები ასაკის მატებასა და სიკვდილიანობასაც დაუკავშირეს.

მოლეკულებს შორის იყო: ქოლესტეროლი და გლუკოზა, როგორც მეტაბოლიზმის მარკერები; შარდმჟავა, რომელიც ანთებაზე იძლეოდა ინფორმაციას; ენზიმები ღვიძლის ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ხოლო კრეატინინი კი — თირკმლის. მკვლევრებმა სისხლში ალბუმინისა და რკინის დონეებიც შეაფასეს.

ღვიძლის ენზიმისა და ალბუმინის გარდა, ყველა სხვა მოლეკულა ზრდიდა იმის ალბათობას, რომ ადამიანი ას წელს გადასცდებოდა.

კერძოდ, ისინი, ვისაც საერთო ქოლესტეროლისა და რკინის დონეები შედარებით მაღალი ჰქონდათ, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ცოცხლობდნენ ას წელზე დიდხანს.

მეორე მხრივ, როცა სისხლში შედარებით დაბალი იყო გლუკოზის, კრეატინინის, შარდმჟავასა და ღვიძლის ენზიმების დონეები, სწორედ მაშინ იზრდებოდა ას წელზე მეტხანს ცხოვრების ალბათობა.

„აღმოვაჩინეთ, რომ, საერთო ჯამში, მეასე დაბადების დღეს მიღწეულ ადამიანებს, როგორც წესი, 60 წლიდან მოყოლებული სისხლში შედარებით დაბალი ჰქონდათ გლუკოზა, კრეატინინი და შარდმჟავა”, – წერენ მკვლევრები – „ას წელს გადაცილებულ ძალიან ცოტა მოხუცს ჰქონდა წარსულში გლუკოზის დონე 6.5-ზე მეტი ან კრეატინინის დონე 125-ზე მეტი”.

ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფებს შორის აღმოჩენილი განსხვავებები მცირე იყო, თუმცა მეცნიერები მაინც ფიქრობენ, რომ მიგნებები მეტაბოლიზმს, კვებასა და დღეგრძელობას შორის “შესაძლო კავშირის” არსებობაზე მეტყველებს.

მეორე მხრივ, კვლევით კონკრეტული რეკომენდაციები არ იკვეთება, რომლებიც ცხოვრების გახანგრძლივებაში შეიძლება დაგვეხმაროს; იგი ვერ ავლენს ვერც იმ გენებს, რომლებიც სისხლში ამ განსხვავებებს განაპირობებს.

„მიუხედავად ამისა, გონივრულია ვიფიქროთ, რომ კვება, ალკოჰოლის მიღება და სხვა ფაქტორები ამაში გარკვეულ როლს თამაშობს. ასაკის მატებასთან ერთად თირკმელების და ღვიძლის, ასევე გლუკოზისა და შარდმჟავას შემოწმება ცუდი იდეა არ უნდა იყოს”, – ასკვნიან ნაშრომის ავტორები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:რა აღმოაჩინეს იმ ადამიანების სისხლშირომლებიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

როგორ მოქმედებს სტრესი დიაბეტის განვითარებაზე? როგორ დავიცვათ თავი?
მეცნიერებაშენი ექიმი

დეზინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე — სოციალური მედიის უხილავი საფრთხე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შფოთვა, უძილობა ან მეხსირების პრობლემები
შენი ექიმი

„უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით” – როგორ დავძლიოთ შიში და შფოთვითი აშლილობა?  – 5 რჩევა.

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მწარე პოლიფენოლებმა მცენარეულ საკვებში შეიძლება შეამცირონ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი
შენი ექიმი

მწარე პოლიფენოლებმა მცენარეულ საკვებში შეიძლება შეამცირონ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?
შენი ექიმი

რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?