By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 20, 2025 9:43 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია
#post_seo_title
გაზიარება

როგორ უნდა გავერთიანდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის?

ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. კვირეული მიმართულია იმაზე, რომ საზოგადოებას გააცნოს, რა მნიშვნელობა აქვს ანტიმიკრობული საშუალებების სიფრთხილით გამოყენებას და როგორ შეიძლება გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეზისტენტობის წინააღმდეგ.
კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, მეტად აქტიურად ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც უკვე გლობალური საფრთხეა და ყველა სექტორს შეეხება – ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველებს, მცენარეებს და გარემოს. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მედიკამენტების მოხმარეა მოხდეს სწორად.
რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი?
ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.
რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა (АМР)?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები ან პარაზიტები აღარ პასუხობენ მედიკამენტებს. ეს პრობლემა საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებსა და გარემოს.
რატომ არის АМР გლობალური პრობლემა ?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ათ უმთავრეს საფრთხეს შორისაა დასახელებული. ბოლო 100 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკებმა და სხვა ანტიმიკრობულმა საშუალებებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, მათი ჭარბი ან არასწორი გამოყენება რეზისტენტობის განვითარებას იწვევს. შედეგად, ზოგიერთი ინფექცია მედიკამენტებზე აღარ რეაგირებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი АМР-ის მიმართ?
ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები ადამიანებს ნებისმიერ ასაკში ემუქრება (ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს და ხანდაზმულებს). ასევე, რისკის ქვეშ შეიძლება იყოს ნებისმიერი რეგიონი მსოფლიოში, მიუხედავად ქვეყნის განვითარებისა ან რესურსების დონისა. რისკის ზრდას ხელს უწყობს მედიკამენტების არასწორი ან ზედმეტი გამოყენება ადამიანებში, მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში, რადგან მიკროორგანიზმები მიჩვეულია პრეპარატებს და ჩამოყალიბდება რეზისტენტობა. დამატებით, სუფთა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას და ამ გზით ზრდის რისკს, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით.
რამდენი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად?
მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან რეზისტენტული ინფექციები მკურნალობას ართულებს, ზრდის გართულებებისა და მძიმე დაავადებების რისკს და სერიოზულად მოქმედებს როგორც ინდივიდებზე, ასევე საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საფრთხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული, რის გამოც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, მედიკამენტების მიზნობრივი გამოყენება, ინფექციების პრევენცია და ჰიგიენის გაუმჯობესება. მხოლოდ მრავალმხრივი მიდგომით შეგვიძლია შევამციროთ რეზისტენტული ინფექციების გავრცელება და დავიცვათ ჯანმრთელობა.
როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ პრობლემის შემცირებას?
ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეჩერება მოითხოვს მრავალმხრივ და მიზნობრივ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტები გამოიყენებოდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით და სწორი დოზირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ პრეპარატების რეზისტენტობის განვითარება. ასევე, აუცილებელია ინფექციების პრევენცია: რეგულარული ჰიგიენა, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა და გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან მხოლოდ ინფორმირებული ადამიანები აცნობიერებენ, რატომ არის სიფრთხილით გამოყენება აუცილებელი. საბოლოოდ, სექტორთაშორისი თანამშრომლობა – ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში, საშუალებას აძლევს ერთიან ძალისხმევას, რომელიც ეფექტურად შეზღუდავს რეზისტენტული ინფექციების გავრცელებას.
როგორ არის ჩართული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კამპანიაში?
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიაქტიურად უერთდება ინიციატივას „ლურჯი ფერი АМР-ისთვის“ და მხარს უჭერს მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობიერების ამაღლების კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით, რათა გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ხელი შეუწყოს მედიკამენტების სიფრთხილით გამოყენებას.
რას შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს АМР-ის წინააღმდეგ?
🔵გამოიყენეთ მედიკამენტები მხოლოდ ექიმის მითითებით – არასაჭირო მედიკამენტები, ან ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება ზრდის რეზისტენტობის რისკს.
🔵დაიცავით პირადი ჰიგიენა – სუფთა ხელები, წყალი და გარემოს სისუფთავე ხელს უწყობს ინფექციების კონტროლს.
🔵გაითვალისწინეთ პასუხისმგებლობა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში – მედიკამენტების ჭარბი გამოყენება ცხოველებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეზისტენტობის გაჩენაში.
🔵გააზიარეთ ინფორმაცია და ჩაერთეთ აქტივობებში, ეს აძლიერებს ცნობიერებას და ერთობლივი ძალისხმევა ეფექტიანად ამცირებს რეზისტენტული ინფექციების გავრცელების შესაძლებლობას.
#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#მაიაკაშია
#ანტიმიკრობულირეზისტენტობა
Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობარატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა გავლენას ახდენს ნუტრიენტების- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ჩვენზე? - მივიღოთ თუ არა ვიტამინები და გვიცვლის თუ არა ისინი სრულფასოვან კვებას: „მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს
შენი ექიმი

რა გავლენას ახდენს ნუტრიენტების- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ჩვენზე? – მივიღოთ თუ არა ვიტამინები და გვიცვლის თუ არა ისინი სრულფასოვან კვებას: „მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა უნდა გვქონდეს სამედიცინო ჩანთაში, როდესაც ზამთრის კურორტზე მიგვყვავს ბავშვი  - ეს მედიკამენტები აუცილებლად უნდა გქონდეთ
შენი ექიმი

რა უნდა გვქონდეს სამედიცინო ჩანთაში, როდესაც ზამთრის კურორტზე მიგვყვავს ბავშვი  – ეს მედიკამენტები აუცილებლად უნდა გქონდეთ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

კვლევა – კოვიდ-19-ის ვაქცინამ ევროპაში 1,4 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

მოწევა ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?