By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 17, 2026 1:53 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title
გაზიარება

ბავშვები ვითარდებიან, როცა თავს დაცულად გრძნობენ, როცა ისინი უყვართ და მათზე ზრუნავენ. ზოგიერთი მშობლისთვის შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარება მარტივი პროცესია.

თუმცა, ბევრი ისეთი ადამიანისთვის, ვინც ბავშვობაში თავად არ გრძნობდა თავს დაცულად ან დაფასებულად, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ მშობლობის უნარების სწავლა შესაძლებელია. გააგრძელეთ კითხვა, რათა გაიგოთ, თუ რატომ არის თქვენი პატარასთან მჭიდრო კავშირის დამყარება გადამწყვეტი მნიშვნელობის მისი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ასევე ნახეთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის ცდაც ყოველდღიურად შეგიძლიათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?

თქვენი შვილის სიყვარულითა და ალერსით უზრუნველყოფა არის აუცილებელი წინაპირობა მისი ტვინის განვითარებისთვის, თავდაჯერებულობის გამომუშავებისთვის, იმისათვის რომ თქვენმა შვილმა მიაღწიოს წარმატებას და შეძლოს ცხოვრებაში ჯანსაღი  ურთიერთობების დამყარება.

არ არსებობს მშობლის  „ზედმეტი“ სიყვარული. ბავშვები არ “ფუჭდებიან” ალერსით ან ყურადღებით. ბავშვის საჭიროებებზე მშობლის პასუხი მათ თავს დაცულად აგრძნობინებს. როდესაც ჩვილებს რეგულარულად ტოვებენ მარტო, ისინი ამ დროს ფიქრობენ, რომ მიატოვეს. ამიტომ, ასეთი ბავშვები მშობლებზე უფრო მიჯაჭვულები ხდებიან და თავდაჯერებულობა აკლიათ.

როცა ამჩნევთ თქვენი შვილის საჭიროებებს და პასუხობთ მათ სიყვარულით, ეს ეხმარება თქვენს პატარას თავი კომფორტულად იგრძნოს. დაცულობის, სიმშვიდის და ურთიერთგაგების შეგრძნება ზრდის ნეიროპლასტიურობას, ტვინის უნარს შეიცვალოს და ადაპტირდეს. როდესაც ბავშვის გარემო სავსეა სიყვარულით, ის უკეთ არის მომზადებული სამყაროს გამოწვევებთან შესაგებებლად. ადრეული პოზიტიური კავშირი მშობელთან საფუძველს უქმნის ბავშვებს, რომ გაიზარდონ ბედნიერი, დამოუკიდებელი მოზარდები. მოსიყვარულე, უსაფრთხო ურთიერთობები გვეხმარება გამძლეობის ჩამოყალიბებაში, გვიყალიბებს გამოწვევებთან გამკლავებისა და სტრესის დაძლევის უნარებს.

როგორ დავამყაროთ მჭიდრო კავშირი შვილთან

მშობლობა ზოგჯერ ძალიან რთულია და იდეალური მშობელი არ არსებობს. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ შეუქმნათ თქვენს შვილს მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო, და ხართ მუდმივი და საიმედო პერსონა მათ ცხოვრებაში, მაშინ თქვენ უკვე ეხმარებით მას ცხოვრების სწორად დაწყებაში. გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ შვილთან ძლიერი კავშირის დამყარებაში შეხვედრის მომენტიდან.

  • დააკვირდით, რას აკეთებს. როდესაც თქვენი ჩვილი ან მცირეწლოვანი შვილი ტირის, ხელით განიშნებთ რამეს ან ტიტინებს, სათანადოდ უპასუხეთ ჩახუტებით, მხედველობითი კონტაქტით ან სიტყვებით. ეს არა მხოლოდ აგრძნობინებს, რომ თქვენი ყურადღება მას ეკუთვნის, არამედ ხელს უწყობს თქვენი პატარას ტვინში ნეირო-კავშირების დამყარებას, რაც კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
  • ითამაშეთ ერთად. მასთან თამაშით, თქვენ აჩვენებთ თქვენს შვილს, რომ ის თქვენთვის ძვირფასია და მასთან ყოფნა გეხალისებათ. ერთად თამაშის დროს დაუთმეთ ბავშვს სრული ყურადღება და ისიამოვნეთ სამყაროს მისი თვალით დანახვით. როდესაც მხიარული მომენტებით ტკბებით და ერთად იცინით, თქვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს (ე.წ. “ბედნიერების ჰორმონს”), რაც თქვენი და თქვენი შვილის კარგად ყოფნის საწინდარია.
  • ჩაეხუტეთ. თქვენს პატარასთან ჩახუტება და კანით კანთან კონტაქტი დაგეხმარებათ მასთან დაახლოებაში. ჩვილს ამშვიდებს მშობლის გულისცემა და ეჩვევა მის სუნს. როდესაც ბავშვი ცოტა იზრდება, ჩახუტება ეხმარება მას მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავებაში და სტრესის მართვაში. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს ოქსიტოცინს – “კარგად ყოფნის” ნივთიერებას – და მცირდება კორტიზოლის, “სტრესის” ნივთიერების გამოყოფა.
  • ესაუბრეთ. თქვენი მცირეწლოვანი ბავშვის სათქმელით დაინტერესება მას აჩვენებს, რომ თქვენ გაინტერესებთ მათ მოსაზრებები და გრძნობები. საუბარი შეიძლება პირველი დღიდანაც კი დაიწყოთ. ახალშობილთან ლაპარაკი და მისთვის სიმღერა აგრძნობინებს მას რომ თქვენ ახლოს ხართ და მასზე ზრუნავთ. როდესაც ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ სიტყვებით, რათა ისწავლონ, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია.
  • უპასუხეთ მათ საჭიროებებს. საფენის გამოცვლა, საკვების მიცემა და დაძინებაში დახმარება აგრძნობინებს პატარას, რომ მისი საჭიროებები დაკმაყოფილდება და რომ შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.  შვილზე ზრუნვა ასევე შესანიშნავი შეხსენებაა თქვენთვისაც, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი შვილის მხარდაჭერა.

და რაც ყველაზე მთავარია, ისიამოვნეთ შვილთან ყოფნით, გამოიყენეთ ერთად გატარებული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად და იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და მის გვერდით ყოფნა უდიდეს როლს თამაშობს თქვენი შვილის განვითარებაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi
FacebookTwitter
TAGGED:რატომ არის მნიშვნელოვანი შვილთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება?
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ჭარბი წონა და დეპრესია - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის! საქართველო და ჭარბი წონა
შენი ექიმი

წონის კლების მედიკამენტების შეწყვეტიდან ორ წელზე ნაკლებ დროში — რატომ ბრუნდება წონა და ჯანმრთელობის პრობლემები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მაგნიუმის დეფიციტის 9 გავრცელებული ნიშანი — როგორ ამოვიცნოთ მინერალის ნაკლებობა ორგანიზმში?
შენი ექიმი

მაგნიუმის დეფიციტის 9 გავრცელებული ნიშანი — როგორ ამოვიცნოთ მინერალის ნაკლებობა ორგანიზმში?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კვლევა - ღვიძლის მჟავა, შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივების „ელიქსირი“ გახდეს
შენი ექიმი

კვლევა – ღვიძლის მჟავა, შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივების „ელიქსირი“ გახდეს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მაიმუნის ყვავილი - რეაგირების ზომები. რა საფრთხეა და რატომ გამოცხადდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა
შენი ექიმი

ინფექციის გავრცელების შემთხვევები – ვინ არიან რისკჯგუფში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?