By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 7, 2025 4:43 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი
#post_seo_title
გაზიარება

ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები დღეს იშვიათად გვხვდება, თუმცა ზოგიერთ ოჯახში ჯერ კიდევ ინახება. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი

მათი გატეხვა ხშირად იწვევს შიშსა და პანიკას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შემთხვევით ამას ბავშვი აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ბავშვს მკაცრად არ მივუდგეთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში შესაძლოა შიშის გამო დამალოს გატეხილი თერმომეტრი, რაც ბევრად უფრო საშიშია, რადგან ვერცხლისწყალი ოთახში დარჩება და უხილავად დაიწყებს ორთქლად გამოყოფას. ამ ნივთიერებას სუნი არ აქვს, ამიტომ მისი არსებობა ჰაერში შეუმჩნეველი რჩება.

ვერცხლისწყლის ტოქსიკურობის გამო, ასეთი თერმომეტრები ეტაპობრივად ჩანაცვლდა უსაფრთხო ალტერნატივით — გალიუმიან თერმომეტრებით.

გალიუმიანი თერმომეტრის უპირატესობები

  • მარტივი და ტრადიციული გამოყენება;

  • მაღალი სიზუსტე;

  • შემთხვევითი გატეხვისას ტოქსიკურ საფრთხეს არ ქმნის.

ნაკლოვანებები

  • ტემპერატურის გასაზომად დაახლოებით 4–5 წუთი სჭირდება;

  • ვერცხლისფერი სითხე ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში.

თუ თქვენს სახლში ჯერ კიდევ ინახება ძველი ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი და ის შემთხვევით გატყდა, აუცილებელია მოქმედება განსაზღვრული წესებით:

  1. დაცალეთ ოთახი — ბავშვები და ცხოველები გაიყვანეთ გარეთ, რადგან ცხოველებს შეუძლიათ ვერცხლისწყალი თათებით მთელ სახლში გაავრცელონ.

  2. შეიარაღდით — გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, სასურველია პირბადაც.

  3. შეაგროვეთ ვერცხლისწყალი — გამოიყენეთ ორი სქელი ქაღალდი ბურთულების შესაკრებად და მოათავსეთ ისინი მინის ქილაში, რომელშიც ცივი წყალია ჩასხმული. იგივე ქილაში ჩადეთ ქაღალდიც. ქილა მჭიდროდ დაახურეთ.

  4. წვრილი ნაწილაკების შეგროვება — ფართო წებოვანი ლენტით შეგიძლიათ დააგროვოთ ის წვეთები, რომლებიც თვალით ძნელად ჩანს; ლენტაც ჩააგდეთ წყლიან ქილაში.

  5. დარწმუნება სისუფთავეში — განათეთ ადგილი ფანარით; ვერცხლისწყლის ბურთულები შუქზე ელვარებს და მარტივად შეგიმჩნევთ.

  6. განიავება — მხოლოდ ამის შემდეგ გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ოთახი.

  7. დეზინფექცია — 30 გრამი სოდა და 40 გრამი სარეცხი საპონი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და ამ ხსნარით რამდენჯერმე გაწმინდეთ იატაკი დღის განმავლობაში. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ სუსტი კალიუმის პერმანგანატის ხსნარი (გაითვალისწინეთ, რომ არ გახსნილმა კრისტალებმა შეიძლება კანის დაზიანება გამოიწვიოს).

  8. ნარჩენების გადაგდება — ქილა და ყველა გამოყენებული საშუალება მოათავსეთ მჭიდროდ დახურულ პოლიეთილენის ჩანთაში. არ გადააგდოთ ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად — შეატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, სად უნდა ჩააბაროთ ეს მასალა.

  9. საკუთარი თავის დაცვა — შემთხვევის შემდეგ დაიბანეთ ხელები, გაიხეხეთ კბილები და მიიღეთ 2–3 ტაბლეტი გააქტიურებული ნახშირი, რაც ტოქსინების მოქმედებას შეამცირებს.

ამ წესების დაცვით თავიდან აიცილებთ ვერცხლისწყლით მოწამვლას, რომლის სიმპტომები შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს — სისუსტე, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მეტალის გემო პირში, ღრძილების სისხლდენა, გულისრევა ან სიცხე.

🟢 თუ თერმომეტრი გატყდა — არ პანიკდეთ, მოაშორეთ ბავშვები და ცხოველები, შეაგროვეთ ვერცხლისწყალი უსაფრთხოდ და დაუკავშირდით შესაბამის სამსახურს.

გალიუმიანი თერმომეტრი კი დღეს უფრო უსაფრთხო და მშვიდი არჩევანია ოჯახისთვის.

ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. 

ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი, მუდმივად ორთქლდება. სწორედ ეს ორთქლია მომწამვლელი. ორთქლი დღის შუქზე უხილავია. განსაკუთრებით ინტენსიურია აორთქლება, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა მოწამლოს ადამიანი – დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათროგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

შენი ექიმი

„Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს“ – ილონ მასკი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ონკოლოგიური დაავადებების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს აღნიშნული მიმართულებით 12 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული და პაციენტებს საშუალება ეძლევა მიიღონ როგორც თანამედროვე დიაგნოსტიკური, ისე მკურნალობის სერვისები“-ნინო ნიჟარაძე
შენი ექიმი

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ონკოლოგიური დაავადებების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს აღნიშნული მიმართულებით 12 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული და პაციენტებს საშუალება ეძლევა მიიღონ როგორც თანამედროვე დიაგნოსტიკური, ისე მკურნალობის სერვისები“-ნინო ნიჟარაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში - სმენის დარღვევები ბავშვებში
შენი ექიმი

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – სმენის დარღვევის მიზეზები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“
შენი ექიმი

ინფიცირების წყარო მგელია – ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?