By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეები

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 17, 2026 9:02 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
გაზიარება

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის, მისი მნიშვნელობისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიბოს სკრინინგი ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, სახელმწიფო განაგრძობს პროგრამების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

პაციენტთა უსაფრთხოებისა და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულმა დირექტორმა ჟოაო ბრედამ. მისი განცხადებით, WHO მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

ღონისძიებაზე პატივი მიაგეს პროფესორ რემა ღვამიჩავას ხსოვნას და ისაუბრეს მის განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სკრინინგის სისტემის განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში 2026 წლის კიბოს სკრინინგის შუალედური შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ცენტრის ხელმძღვანელმა მიმდინარე წელს დაგეგმილი სკრინინგ-აქციების კალენდარიც წარადგინა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის მოცვის გაზრდას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზევე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ ბერუჩაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია კვლევის შედეგებზე, რომელმაც საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მიზნობრივი მოსახლეობისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა ქცევითი დამოკიდებულება შეისწავლა.

სპეციალისტებმა იმსჯელეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და ოჯახის ექიმების როლზე პაციენტთა დროული ინფორმირების პროცესში.

ამასთან, პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია წარადგინა ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ირმა ხონელიძემ. პრეზენტაცია არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტთა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ეხებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

FacebookTwitter
TAGGED:დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავსპაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მონღოლეთს მისცა რეკომენდაცია, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინათ“ - ზაზა ლომინაძე
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მონღოლეთს მისცა რეკომენდაცია, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინათ“ – ზაზა ლომინაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
 რამდენჯერ უნდა ადგეთ საათში, მჯდომარე მუშაობისას | რა ხდება სხეულში მჯდომარე მდგომარეობისას
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

 რამდენჯერ უნდა ადგეთ საათში, მჯდომარე მუშაობისას | რა ხდება სხეულში მჯდომარე მდგომარეობისას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია
სამინისტროშენი ექიმი

მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

იაპონიაში გამოცხადდა გრიპის ეპიდემია — რას ნიშნავს ეს დანარჩენი ქვეყნებისათვის?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?